პსჟ „ლიონთან“ მარცხს პენალტით გადაურჩა
საფრანგეთის ლიგა 1-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩი ლიონში შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ნახევარში მასპინძლები კარგად გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა – 31-ე წუთზე ნაბილ ფეკირის პასით ანგარიში ნ’ჯიემ გახსნა.
პარიზელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს – 69-ე წუთზე მსაჯმა მარკო ვერატის წაქცევისთვის საკამათო პენალტი დანიშNა, რადგან განმეორებაზე გამოჩნდა, რომ იტალიელი თვითონ წაიქცა. თერთმეტმეტრიანის ნიშNულთან ზლატან იბრაჰიმოვიჩ მივიდა, რომლის დარტყმულიც მეკარე ლოპეშმა მოიგერია, თუმცა მსაჯმა პარიზელებს პენალტის თავიდან დარტყმის უფლება მისცა, რაც იმით ახსნა, რომ დარტყმამდე საჯარიმოში „ლიონის“ ფეხბურთელები დაშვებულზე უფრო ადრე აღმოჩნდნენ – საკამათო მსაჯის აღნიშნული გადაწყვეტილებაც გამოდგა. მეორედ იბრა არ შეცდა და ანგარიშიც გათანაბრდა.
დარჩენილ დროში პარიზელებმა პრესინგს მიმართეს, თუმცა რამდენიმე შანსი „ლიონსაც“ ჰქონდა, თუმცა გოლები ამ მატჩში აღარ გასულა.