პსჟ-მ იანვარში, შესაძლოა, პოგბა შეიძინოს

თარიღი: ნოემბერი 28, 2013

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას “ბებერი ქალბატონის” ნახევარმცველის გადაბირება სურს.

ავტორიტეტული წყაროს თანახმად, ფრანგები ტურინელთა ახალგაზრდა მოთამაშეს აკვირდებიან. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პოლ პოგბა სწორედ “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობას შეუერთდეს.

ასევე, უნდა აღინიშნოს ინგლისური კლუბების კონკურენციაც. უკვე დიდი ხანია, რაც ლონდონის “არსენალი” საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. ცოტა ხნის წინ, კი ცნობილი გახდა, რომ მისი თამაშით ასევე “ჩელსიც” დაინტერესდა.

იმავე წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, “იუვენტუსი” პოგბას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მოითხოვს. მხოლოდ ამ თანხით იქნება შესაძლებელი 20 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვა.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები