“პსჟ”-მა “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)
“ეშტადიუ დუ ბენფიკაზე” ბერგამოს “ატალანტასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის დასკვნითი ნაწილი დრამატული სცენარით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. შეხვედრის 27-ე წუთზე იტალიელები მარიო პულიშიჩმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული “ატალანტა” 90-ე წუთამდე იგებდა. ჯანპიერო გასპერინის გუნდს ნახევარფინალურ ეტაპამდე სულ ცოტა აკლდა, თითქოს არც პარიზელთა მხრიდან იგრძნობოდა განსაკუთრებული საფრთხე, თუმცა 90-ე წუთზე მარკინიოსმა წონასწორობა აღადგინა, ზუსტად სამ წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა ჟან-ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა ფრანგები სულაც დააწინაურა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1:2.
“პსჟ” ნახევარფინალურ ეტაპზე “ლაფციგსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი
“ატალანტა” — “პსჟ” 1:2 (1:0)
გოლები: პულიშიჩი 27′ — მარკინიოსი 90′, ჩუპო-მოტინგი 90+3′.