“პსჟ” მბაპეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს სთავაზობს
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გამართა. ჟურნალისტი სებასტიან დენი იუწყება, რომ ფრანგული კლუბი ფეხბურთელს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებას მოთამაშედ აქცევს.
წყაროს თანახმად, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ყატარის ემირის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან დაახლოებული პირები მბაპეს ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
“პსჟ”-ის მესვეურები კილიან მბაპეს დარწმუნებას ცდილობენ და მას მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. ცნობისათვის, 23 წლის ფეხბურთელმა ორი შემოთავაზება უკვე იუარა. მაშინ ფრანგული კლუბი მოთამაშეს წმინდა ხელფასის სახით წლიურად 45 მილიონ ევროს სთავაზობდა.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და კილიან მბაპეს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის დამატების სურვილს “რეალი” გამოთქვამს.
მბაპემ ადრე თქვა, რომ ჯერ არ იცის, დატოვებს თუ არა პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს.