“პსჟ” ფედერაციას დაუპირისპირდა: “მბაპეს დაინფიცირების შესახებ მედიისგან შევიტყვეთ”

თარიღი: სექტემბერი 8, 2020

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ კილიან მბაპეს კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია კლუბს არ მიაწოდა. ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ბანაკში იმყოფებოდა, როდესაც მას Covid-19 დაუდასტურდა.

“ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ მხოლოდ მედიისგან შევიტყვეთ. ფედერაციიდან არავინ შეგვხმიანებია. ასეთი მიდგომა მიუღებელია. მათ მხოლოდ განცხადება გაავრცელეს და ფეხბურთელი შინ გაუშვეს.

ყველა “პსჟ”-ს უკითხავს ლექციებს, თითქოს ჩვენ ცუდად ვმართავთ კლუბს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ისევ “პსჟ”-ს უწევს პრობლემებთან გამკლავება, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა ამის შესახებ. ყოველთვის ჩვენ გამოვდივართ დამნაშავეები.

ეს ფედერაციის მხრიდან კლუბის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობაა. არავინ შეგვეხმიანა. ჩვენ მხოლოდ მბაპესთან გვქონდა კომუნიკაცია”, – ლეონარდოს კომენტარს Goal-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსი ნეიმარს, მაურო იკარდის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესსა და გუნდის კიდევ ორ მოთამაშეს დაუდგინდა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება. ამ გარემოების გამო 10 სექტემბერს “ლანსთან” ჩანიშნული მატჩი შესაძლოა, გადაიდოს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ”

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მინო რაიოლა რეანიმაციაშია მოთავსებული

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა საავადმყოფოში მოხვდა. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ რაიოლა უკვე რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის”, “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 25 მილიონ ევროს მიიღებს

FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაცია განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატი 4 წლის ნაცვლად 2 წელიწადში ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “რეალი” მიყვარს, მაგრამ პარი სენ-ჟერმენისათვის” მოვკვდები”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მერვედფინალში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანრი: “ჩემი და მბაპეს შედარება არ მომწონს”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “არ ვფიქრობ, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ადასტურებს – რამოსი გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება

“პარი სენ-ჟერმენის” ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი, ლიგა 1-ის მე-18 ტურის მატჩშიც ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი: “ვისურვებდი, მესის სიტყვები ცარიელი არ ყოფილიყო”

“ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წლის ოქროს ბურთი დაჯილდოვების შესახებ ისაუბრა. პოლონელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა ვენგერთან ერთად სურს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. “ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “რამდენჯერაც ჩავთვალე, რომ მარტო შევძლებდი გამარჯვებას, დავმარცხდი”

“პარი სენ-ჟერმენის” ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, რომელსაც ფანები ხშირად ეგოიზმში ადანაშაულებენ, პრესასთან საუბრისას რამდენიმე ...
წაკითხვა