“პსჟ” პოგბასთვის 70 მილიონს ამზადებს
უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბებერი ქალბატონის” ახალგაზრდა ნახევარმცველი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას იტალიიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშის გადაბირება სურს.
Gazzetta Dello Sport-ის თანახმად, “პსჟ” მზადაა, პოლ პოგბას სანაცვლოდ იტალიის მოქმედ ჩემპიონს 70 მილიონი ევრო გადაუხადოს. სავარაუდოდ, ეს თანხა ტურინელებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებს.
მოსალოდნელია, რომ ოფიციალური წინადადება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაკეთდება. თუმცა, პარიზელებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ პოგბასა და “იუვენტუსს” შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს. აგრეთვე, 20 წლის ფრანგის შეძენით მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობებიც ინტერესდებიან.
სანდრო საპანაძე