პსჟ-ს ლევანდოვსკი სურს
საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეგა-ტრანსფერის განხორციელება სურთ.
როგორც ფრანგული გაზეთი L’Equipe იტყობინება, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის ნაცვლად, “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობამ რობერტ ლევანდოვსკი შეიძინოს.
პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირება პარიზელებისთვის მაინც მთავარ ამოცანად რჩება, რადგან დიდი შანსია, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდეს.
არსებული ინფორმაციით, რონალდუს თაობაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ფრანგები ნეიმარის ტრანსფერზე გადაერთვებიან. მესამე ვარიანტი კი მიუნხენის “ბაიერნის” გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი იქნება.
აღსანიშნავია, რომ რონალდუსა და ნეიმარის მიმდინარე კონტრაქტები 2018 წლამდეა ძალაში, ხოლო პოლონელ თავდამსხმელს “რეკორდმაისტერთან” ხელშეკრულება კიდევ ოთხი წლით აკავშირებს.