“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”
ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერის გადალახვისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა პრესასთან კლუბის ამბიციებზე ისაუბრა.
“ჩვენი მიზანი რაც შეიძლება შორს წასვლა, ფინალში გასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ჩვენ ყოველ მატჩს სრული ყურადღებით მივუდგებით. დღეს ყველანი დიდებულნი იყვნენ. შეგვეძლო 3-4 გოლი გაგვეტანა, თუმცა ნახევარფინალში გავედით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მჯერა ჩემი გუნდის, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. “ბარსელონა” და “ბაიერნი” გამოვთიშეთ ასპარეზობას, რაც ძალიან ბევვრს ნიშნავს. ჩვენ აქ ტურნირის მოსაგებად ვართ.
ვამაყობ ჩემი გუნდით. პოჩეტინომ და ლეონარდომ თავიანთ საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვეს. ფეხბურთელებმაც მაქსიმუმი დადეს. ნეიმარსა და მბაპეს წასვლის მიზეზი უბრალოდ არ აქვთ,” – აცხადებს ნასერ ალ-ხელაიფი.