“პსჟ”-ში კორონავირუსის კვალი ოთხ წევრს აღმოაჩნდა
ორიოდე დღის წინ “პარი სენ-ჟერმენმა” საკარანტინო პერიოდი დაასრულა და ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ. კლუბის ყველა წევრმა გაიარა ტესტი COVID-19-ზე. ოთხ შემთხვევაში ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსის კვალი სამ ფეხბურთელსა და პერსონალის ერთ წევრს დაუფიქსირდა. სავარაუდოდ, ისინი კორონავირუსული ინფექციისგან საკარანტინო პერიოდშივე განიკურნენ.
ამ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენში” კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან. პარიზული გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში ხუთშაბათიდან უნდა განაახლონ.
საფრანგეთის ჩემპიონატის გათამაშება ვადაზე ადრე დასრულებულად, ჩემპიონად კი “პსჟ” გამოცხადდა, თუმცა პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას აგრძელებენ და მეოთხედფინალური ეტაპისთვის უნდა დაიწყონ მზადება. გარდა ამისა, გუნდს ორივე შიდა სათასო ტურნირზე ფინალური მატჩი აქვს ჩასატარებელი.