პსჟ-ში მესის ეროვნულ ნაკრებში წასვლით უკმაყოფილონი არიან
“პარი სენ-ჟერმენების” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ლიონელ მესი გამოიძახეს.
კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მესი ტრავმირებულია, მისი ნაკრებში გამოძახება არალოგიკურია.
“ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ როცა ფეხბურთელი ფიზიკურად კარგ კონდიციებში არაა და რეაბილიტაციას გადის, ის ნაკრებში გამოიძახონ. ეს არ არის ლოგიკური. მსგავს საკითხებზე ფიფასთან შეთანხმების მიღწევაა საჭირო”, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Goal.Com.
მესიმ 2021-2022 წლების სეზონში მუხლისა და კუნთების ტრავმების გამო 9 მატჩი გამოტოვა. 34 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 29 ოქტომბერს “ლილის” წინააღმდეგ, მხოლოდ 45 წუთით ითამაშა.
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ნოემბერს ურუგვაის, ხოლო 17 ნოემბერს ბრაზილიას დაუპირისპირდება.