პუიოლი: “აზრი არ შემიცვლია”
კატალონიის “ბარსელონას” 36 წლის ფეხბურთელი კარლეს პუიოლი აცხადებს, რომ მას “ბარსელონადან” წასვლასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა მცველმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ის ზაფხულში “ბლაგაურნას” დატოვებას აპირებს.
“ბარსელონადან” წასვლასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი არ შემიცვლია. რომ ვხედავდე, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან, აუცილებლად დავრჩებოდი, მაგრამ ფორმაში შესვლა მიჭირს. ჯერ ვერ გეტყვით, რა მოხდება მომავალში, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს”, – ამბობს პუიოლი.