პუიოლი: „მწვრთნელობას არ ვაპირებ“
„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ამჟამად მუხლის ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოჯანმრთელებაზე ვიზრუნებ, უმთავრესი ამ ეტაპზე დასვენება იქნება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ყველაფერს ჩემ მეგობარ გოგოსთან ერთად განვიხილავ.
შაბათს არ ვითამაშებ. მწვრთნელები ყოველთვის გვერდში მიდგანან. „ბარსელონას“ წინ საჩემპიონო მატჩი ელის.
არამგონია, მწვრთნელი გავხდე. ეს ის არ არის, რასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი. შესაძლოა, ჩემი აზრი მოგვიანებით შევცვალო, თუმცა ახლა სხვა საკითხებზე ვფიქრობ.
რას ვეტყვი ჩემ ქალიშვილს? იმას, რომ გამიმართლა, რადგან პლანეტის საუკეთესო კლუბში თამაშის საშუალება მომეცა, რაზეც მილიონობით ბიჭი ოცნებობს“, – განაცხადა პუიოლმა.
ალექსანდრე მატევოსოვი