პუიოლი: “თუ კასილასი დამირეკავს, მოვუსმენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მხარეს ვიქნები”
კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მას იკერ კასილასთან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ არ უსაუბრია.
ბოლო დროს ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასილასს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. დიდი შანსია, მან მოახლოებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
“სადღაც წავიკითხე, რომ არჩევნებში მე და იკერი ერთად ვიქნებით. შემიძლია, გითხრათ, რომ მასთან ამ საკითხზე ჯერ არც კი მისაუბრია. მე ჯერ ისიც არ ვიცი, აპირებს თუ არა კასილასი არჩევნებში მონაწილეობას, არც ის ვიცი, როდისაა არჩევნები.
იკერი ჩემი მეგობარია და თუ დამირეკავს, მოუვსმენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მხარს აუცილებლად დავუჭერ. მე ბარსელონაშიც მყავს მეგობრები, რომლებმაც დამირეკეს, თუმცა მათ მხარი არ დავუჭირე. პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა”, – ციტირებს პუიოლის სიტყვებს “მარკა”.