პუიოლმა AS-ის პრემია მიიღო
“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კარიერული მიღწევებისთვის ესპანური გაზეთის, AS-ის სპეციალური პრემია მიიღო.
პუიოლი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის გუნდის კაპიტანი იყო. მცველმა ესპანეთის ნაკრებშიის წარმატებაში და 2010 წლის მუნდიალის მოგებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. გერმანიასთან მოგებულ ნახევარფინალში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ პუიოლი გახდა, რომელმაც ნოიერის კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ დალაშქრა.
“ამ ეპიზოდს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებთ. რა თქმა უნდა, ნოსტალგია მაქვს. მოედანზე გასვლა მენატრება, თუმცა ახლა ფეხბურთს სხვა თვალსაზრისით ვუყურებ” – განაცხადა პუოლმა, რომელიც “ბარსელონას” ადმინისტრაციაში მუშაობს.