პუიოლმა თანამდებობა დატოვა
კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა და სპორტული დირექტორის თანაშემწემ, კარლეს პუიოლმა კლუბი დატოვა. როგორც იცით, კლუბმა დაითხოვა თანამდებობიდან ანდონ სუბისარეტა. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ კარლესი მის თანამდებობას დაიკავებდა. ყოფილმა ფეხბურთელმა განცხადება რამდენიმე წუთის წინათ გაავრცელა.
,,კონსულტაციების გავლის შემდეგ მინდა გაცნობოთ, რომ საფეხბურთო კლუბ ,,ბარსელონასთან” შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა გადავწყვიტე. განვლილი სამნახევარი თვის განმავლობაში საშუალება მომეცა კლუბისთვის განსხვავებული რაკურსით შემეხედა. ბევრი ვისწავლე, რისთვისაც მადლობელი ვარ. ახლა კი, მინდა სხვა ადგილზე სხვა საქმის კეთება ვცადო. მინდა, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად განვვითარდე, მშობლიურ კლუბში დავბრუნდე და მას აქ გატარებული ბრწყინვალე წლებისთვის გადავუხადო. კლუბში მომუშავე პირებს, მენეჯერებს, პრეზიდენტსა და კლუბის სპორტულ მიმართულებას მინდა ნდობისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო, ” – განაცხადა კარლეს პუიოლმა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.