“პუმა” და “მანჩესტერ სიტი” უდიდესი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან
“მანჩესტერ სიტის” პროგრესი შეუმჩნევლად არც “პუმას” ხელმძღვანელებს დარჩენიათ და ახლა ისინი ახლოს არიან ძალიან სარფიანი კონტრაქტის გაფორმებასთან, რის შემდეგაც “ქალაქელთა” ხაზინაში დამატებით 50 მილიონ ფუნტი შევა ყოველწლიურად.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ინგლისური გრანდის ტექნიკურ სპონსორად “ნაიკი” რჩება, თუმცა ინგლისურ-ამერიკულ მხარეებს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოსკენ გადის. 2012 წელს “ნაიკთან” გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, “სიტი” ყოველწლირად 20-მილიონს იღებს.
გეტყვით იმასაც, რომ ახლახან, “ნაიკი” ლონდონის “ჩელსის” შეუთანხმდა და შედეგად “არისტოკრატებმა” წელიწადში 60 მილიონი ევრო უნდა მიიღონ თავიანთი ახალი სპონსორისგან.
სტატისტიკისთვის ავღნიშნავთ, რომ ტექნიკური სპონსორისგან ყველაზე დიდ თანხას მომავალ სეზონში “ბარსელონა” მიიღებს (100 მილიონი წელიწადში, “ნაიკი”).