პუშკაშიდან ინიესტამდე
მალე ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი. ჩვენ კი ის დიდი ფეხბურთელები გავიხსენოთ, ვისაც მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა, ეს ჯილდა არასდროს არ მიუღია.
ფერენც პუშკაში
ლეგენდარული უნგრელი დაახლოებით 20 წლის მანძილზე არ აძლევდა მეტოქეთა მცველებს მოსვენების საშუალებას. 50-იანების ბოლოს პუშკაში მადრიდის “რეალში” გადავიდა. მადრიდელთა შემადგენლობაში უნგრელმა 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი, ასევე ქვეყნის თასისა და საკონტინენტთაშორისო თასების გამარჯვებული. პუშკაში სამჯერ გახდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ბომბარდიდი და ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატის. კარიერის დასრულების შემდეგ პუშკაში უნგრეთში მეოცე საუკინის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. თუმცა, “ოქროს ბურთამდე” ლეგენდარულმა ფორვარდმა ვერ მიაღწია.
ყველაზე ახლოს პრესტიჟულ ჯილდოსთან პუსშკაში 1960 წელს იყო. France Football – ის გამოკითხვაში უნგრელმა მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა ლუის სუარესს დაუთმო.
ოლივერ კანი
2001 წელს ოლივერ კანმა პირადად მოუპოვა “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის თასი. ამასთან ერთად ბუნდესლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულიც გახდა. სხვადასხვა ვერსიებით კანი წლის ფეხბურთელად და საუკეთესო მეკარედ აღიარეს, თუმცა “ოქროს ბურთი” მას მაინც არ ერგო. ლეგენდარულ მეკარეს რაულმა და მაიკლ ოუენმა აჯობეს.
კანს სანუკვარი პრიზის მოგება 2002 წელსაც შეეძლო. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაშვებული შეცდომა გერმანელს ძვირად დაუჯდა და “ოქროს ბურთიც” მის მთავარ ოპონენტს, რონალდოს ერგო.
კასილიასთან და ბუფონთან ერთად, კანი მეკრეთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში შედის, ვისაც ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგება შეეძლო. “ოქროს ბურთის” მფლობელი მეკარე ლევ იაშინია.
პაოლო მალდინი
მეკარეებთან ერთად “ოქროს ბურთი” მცველებსაც არ წყალობს. გამორჩეული უკანახაზელების შესანიშნავი თამაში ხშირად შეუმჩნევი რჩება.
ფრანკო ბარეზი, ჯაჩინტო ფაკეტი, გაეტანო შირეა – ამ გამოჩენილ მოთამაშეთა სიას კიდევ ერთი ლეგენა, პაოლო მალდინი ავსებს. მიუხედავად ტრიუმფისა ჩემპიონთა ლიგაში, ითალიის თასსა და ევროპის სუპერთასზე, მალდინი “ოქროს ბურთის” გარეშე დარჩა, რომელიც საბოლოო ჯამში პაველ ნედვედს ერგო.
ტიერი ანრი
2003 წელს France Football – ის გამოკითხვაში ანრიმ მესამე ადგილი დაიკავა. ვერ ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ფრანგი კონკურენტებზე გაცილებით ძლიერი იყო, თუმცა მის კარიერას თუ შევაჯამებთ, ტიერიი “ოქროს ბურთს” ნამდვილად იმსახრებდა.
2003-დან 2006 წლამდე ანრი სანუკვარი ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტი იყო, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა “არსენალის” ლეგენდამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა.
ანრი ჯერ ნედვედთან, შემდეგ რონალდიოსთან დამარცხა. მომავალ სეზონში კი წინ დეკო და შევჩენკო გაუშვა.
ფრანგმა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძლზე ფაქტობრივად ყველა ტურნირის მოგება მოახერხა, მაგრამ “ოქროს ბურთი” მისთვის აუხდენელ ოცნებათ დარჩა.
ანდრეს ინიესტა
2010 წლის “ოქროს ბურთი” ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა იყო. მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ლიონელ მესის მიმართ, ამ ჯილდოს ანდრეს ინიესტაც იმსახურებდა.
ინიესტამ მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რომელიც მსოფლიო თასსზე შესანიშნავი თამაშით დააგვირგვინა. იგივეს თქმა ჩავიზეც შეიძლება, თუმცა ინიესტას უპირატესობას ფინალურ მატჩი გადამწყვეტი გოლის ავტორობა ანიჭებს.
თუმცა, მიუხედავად ჩაგდებული მუნდიალისა, “ოქროს ბურთის” მფლობელი მაინც ლეო მესი გახდა.