ქალთა ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევს შემოდგომიდან დაიწყებს – პირველი კომენტარები

თარიღი: აპრილი 21, 2015

2015 წლის შემოდგომაზე, პირველად, დებიუტანტი საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ითამაშებს.

ნიონში გამართულმა წილისყრამ, რომელსაც უეფას აღმასკომის წევრი – კარენ ესპელუნდი და უეფას გენერალური მდივანი – ჯანი ინფანტინო უძღვებოდნენ, F ჯგუფში მოგვახვედრა და მეტოქეებად იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები გვარგუნა.

ევროშესარჩევი სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე კი, ჩვენი ნაკრები, თამაზ კოსტავას ხელმძღვანელობით, გაწერილი გეგმის მიხედვით მოემზადება.

წილისყრის შედეგებისა და მეტოქეების შესახებ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა თურქეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერმა, ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ – ნინო პასიკაშვილმა.

ნინო პასიკაშვილი: „დიდი ხანია ამ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით და შეიძლება ითქვას, ოცნებადაც კი გვქონდა ქცეული ჯგუფურ ეტაპზე თამაში.დადგა დრო, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა იმ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია მოედანზე და გარკვეულწილად, სტერეოტიპების დანგრევაც შევძელით.

რაც შეეხება წილისყრას, შეიძლება ვინმეს ჩემი აზრი უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდით. ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენნაირ ახალბედა გუნდს მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშში შანსი არ ექნებოდა. აგრეთვე, ისეთ ნაკრებებთან, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, დანია და ა.შ.

გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიხარდა, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში არ მოხვდა… ამასთან, იყო ნაკრებები, ვისთანაც თამაში მინდოდა; მაგალითად, თურქეთი, ბელორუსი, უკრაინა, რუმინეთი, რადგან იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ. ბევრჯერ გვისაუბრია სანაკრებო თამაშებზე და ერთმანეთის წინააღმდეგ გვინდოდა თამაში.

კონკრეტულად ჩვენს ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა, სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევიან და მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. გასულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მათ თამაშს თვალყურს ვადევნებდი. შეიძლება ითქვას, რომ მათზე გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია მაქვს. შვეიცარიის ნაკრებს რაც შეეხება, მიხარია, რომ ამ გუნდს შევხვდებით და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშებ – ლარა დიკენმანის.

ჩეხეთისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებებზე რომ ვისაუბროთ, ვფიქრობ, ისეთი რთული თამაშები არ იქნება, როგორც იტალიასთან და შვეიცარიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დებიუტანტები ვართ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ექნება. არც ყრუ დაცვაში ჩამჯდარ ფეხბურთს ვითამაშებთ და არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველასთან ვიბრძოლოთ. ნაკრებში ათი ლეგიონერია და ყველა სტაბილურად თამაშობს თავისი კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

მოსამზადებელ ეტაპს დიდი მონდომებით გავივლით. როგორც ვიცი, დაგეგმილია ამხანაგური თამაშები. ჯგუფიდან გასვლა ვის არ უნდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეგ შეუძლებლად მიმაჩნია. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, რომ თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ნაკრები თანდათან ძლიერდება და ვფიქრობ, სექტემბრისთვის სასურველ კონდიციებში ვიქნებით.“

 

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ “ნაპოლის” ფეხბურთელები, როცა მათ კონტრ-შეტევის შანსი ჰქონდათ (ვ

7 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია “სოჭისთან” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რუსული პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ყაზანის “რუბინი” “სოჭის” ესტუმრა და 1-1 ითამაშა. მე-2 ნახევარში მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოაკინმა დი სტეფანოს რეკორდი დაამხო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-16 ტურში “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა....
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი დატოვა. ჭიაბრიშვილმა დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ისტორიაში პირველად თბილისის “საბურთალო” გახდა. “საბურთალო” ჯერ კოხრეიძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძემ საქართველოს თასის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

საქართველოს თასის ფინალში, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსიც” დამარცხდა – ევროპის TOP 5 ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი არ დარ

7 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა შედგა რომის “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ საკუთარი, ქუსლით გატანილი გოლი შეაფასა. 32 წ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მამხნევებდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმისაგან გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე და “გენტის” ფანები მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 20 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნის ორმაგი სეივი “ლაციოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “ლაციოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, 79-ე წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ ჩირო იმობილეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ბარსელონას” მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, გუნდის მიზნებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედესკო: “ანანიძის თემა დახურულია”

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძესა და ლორენსო მელგარეხოს ინცინდენტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილ მარცხზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! (ვიდეო)

7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა