ქალთა ლიგა – VIII ტური
21 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა კი, რომელიც „ლანჩხუთსა“ და ხაშურის „ივერიას“ შორის უნდა გამართულიყო უამინდობის გამო გადაიდო.
რაც შეეხება ჩატარებულ ორ შეხვედრას. გათამაშების ლიდერმა, ქუთაისის „მართვემ“ საკუთარ მოედანზე ლაგოდეხის „ჰერეთს“ უმასპინძლა და 6-0 დაამარცხა მეტოქე. ქუთაისელებს 19 ქულა აქვთ და ქალთა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ.
მეორე წრეში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო თბილისის „35 ს.ს“. თბილისელები სტუმრად „აჭარას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს მეტოქე.
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის შემდეგი ტური 28 სექტემბერს გაიმართება.
ქსკ მართვე – ქსკ ჰერეთი 6:0
ქუთაისი, „ტორპედოს“ ბაზა
ქსკ მართვე: კალანდაძე, ჭაუტიძე, შახკულიანი, ჯანელიძე, შონია, სტურუა, ხაბურზანია (78’ ხვედელიძე), შენგელია, გურგენიძე, გასვიანი, გორგაძე
მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი
ქსკ ჰერეთი: ნადრაშვილი, გარევა (15’ ნათია სხირტლაძე), სუხაშვილი, კევლიშვილი, ხუნაშვილი, ნაკვეთაური, ქადაგიშვილი, ბიგვავა, კედელაშვილი (46’ ყარალაშვილი), სხირტლაძე
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი
მსაჯები: თ. დადაჰავა, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი
გაფრთხილება: 59’ შახკულიანი, 63’ ჯანელიძე (ორივე მართვე)
გოლები: 1:0 ხაბურზანია (3), 2:0 გორგაძე (12), 3:0 შენგელია (26), 4:0 გასვიანი (40), 5:0 ხაბურზანია (54), 6:0 გასვიანი (88)
ქსკ აჭარა – ქსკ 35 ს.ს
ბათუმი, „ბაკური“
ქსკ აჭარა: ყურაშვილი, ს. ანთაძე, ჩხარტიშვილი, დ. ანთიძე, ლ. ანთიძე, მახარაძე, დოლიძე, ბაჯელიძე, ართმელაძე, სალუქვაძე, კახიძე
მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე
ქსკ 35 ს.ს: საბიაშვილი, ჯანიკაშვილი, დიმოპულო, რაუხი, მინაძე, კულდონაშვილი, ხარაიშვილი, მ. დანელია, ჯავოიანი (65’ თ. დანელია), ეპიტაშვილი (89’ კენჭოშვილი), კირვალიძე
მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია
მსაჯები: თ. ნაკაიძე, ბ. ქევანიშვილი, ბ. ჩიგოგიძე
გაფრთხილება: 34’ ლ. ანთაძე, 64’ ს. ანთაძე (ორივე აჭარა), 71’ დანელია (35 ს.ს), 83’ სალუქვაძე (აჭარა), 89’ კირვალიძე (35 ს.ს)
გოლები: 0:1 კირვალიძე (42)