ქალთა ნაკრები ჩეხეთში გაემგზავრა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2016 წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ჩეხეთში გაემგზავრა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 12 აპრილს, ქალაქ ოპავაში გაიმართება და თბილისის დროის 19 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი თამაში თბილისში, ჩეხეთმა 3:0 მოიგო. საქართველოს ქალთა ნაკრები ჩეხეთში 18 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. გუნდს ტრავმის გამო გულნარა გაბელია გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი (ლაგოდეხის „ჰერეთი“), თეონა სუხაშვილი (ლაგოდეხის „ჰერეთი“).
მცველები: ნათია სხირტლაძე (თბილისის „35 ს.ს“), ანა ზაქაიძე (თბილისის „35 ს.ს“), ნინო სუთიძე („ქონაქი ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა სტურუა (ქუთაისის „მართვე“), თინათინ თევდორაძე (თბილისის „35 ს.ს), თამარ ტატუაშვილი („სამსუნი“,თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის „გურია“).
ნახევარმცველები: ტატიანა მატვეევა („მედკილა“, ნორვეგია), მარიამ დანელია (თბილისის „35 ს.ს“), მარიამ ბასილაძე („გაბალა“, აზერბაიჯანი), თეონა თოდაძე („სამსუნი“, თურქეთი), ლანა გორგაძე (ქუთაისის „მართვე“), ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირი ბელიდიესპორი“, თურქეთი).
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირი ბელიდიესპორი“, თურქეთი), ანა ჩემინავა (თბილისის „35 ს.ს“), თეონა ბაქრაძე (ლაგოდეხის „ჰერეთი“).
სფფ-ის პრესსამსახური