ქალთა ფეხბურთი | ელიტ-რაუნდში 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

თარიღი: ნოემბერი 24, 2018

23 ნოემბერს, უეფას შტაბ-ბინაში 17-წლამდე გოგონათა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის ამ ეტაპზე, არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს, პირველ ჯგუფში ინგლისის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ელიტ-რაუნდის პირველი ჯგუფის მატჩები 2019 წლის 21-29 მარტს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა. კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას ჯგუფების გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს.

2019 წლის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს 5-17 მაისს ბულგარეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.

დღესვე, 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატების 2019-2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად, მერვე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 20-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.

რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებს – ჩვენი გუნდი წილისყრაში არ მონაწილეობდა, რადგან 2020 წლის 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება და ჩვენი გუნდი მასში მასპინძლის სტატუსით, ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილის გოლი “ზალცბურგის” კარში (ვიდეო)

9 მაისს, ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგს” დაუპირისპირდა და 1:3 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ესპანელმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ “ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და ჩვენს კლუბს შორის არსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძეს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა “დინამო” ჯერ არ დაუტოვებია

გუშინ ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მატჩამდე 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” სტუმრად “ვასლანდ-ბევერენს” უპირისპირდება. ქართ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” 7000 გულშემატკივრის წინ “დინამო თბილისს” მოუგო

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართა, რომელსაც 7 ათასზე მეტი გულშემატკივარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძეს ბათუმის “დინამოს” გულშემატკივარი სტვენით შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მიმდინარე მატჩში, 63-ე წუთზე ჯანო ანანიძემ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით დამირეკეთ” (ვიდეო)

ბოლო დღეებში ქართულ მედიაში იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა აჩი არველაძე პოლიტიკაში მოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება?

ძმები არველაძეები გიორგი გახარიასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გურიაში, მოცვის პლანტაციაში გამოჩდნენ, რაც საზოგადოებამ ყოფილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო

დონეცკის “შახტარმა” უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ბოლო ადგილოსანი “მინაი” 0-4 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში იყო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მჭედლიძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველა ბილეთი გაიყიდა – ბათუმში სუპერ მატჩი გველის!

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს, რომელიც 20 ათას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ აპრილში, ეკატერინბურგის “ურალის” წინააღმ...
წაკითხვა