ქამ-ბექი ფინალში: სერია A-ში აღზევებული მესამე კლუბის ვინაობაც ცნობილია
2018/19 წლების სეზონში სერია B-ს სამმა კლუბმა მოიპოვა იტალიის პირველ ჩემპიონატში თამაშის უფლება. გათამაშების გამარჯვებულმა “ბრეშამ” და მეორეადგილოსანმა “ლეჩემ” სეზონის დასრულებისთანავე მიიღეს სერია A-ს საგზური.
3-8 ადგილოსანმა ექვსმა კლუბმა კი პლეი-ოფში გადაითამაშეს ერთი საგზური. ფინალში ასპარეზობის უფლება მეშვიდე ადგილზე გასულმა “ციტადელამ” და მეხუთე პოზიციაზე მყოფმა “ვერონამ” მოიპოვეს.
პირველ შეხვედრაში “ჩიტადელამ” “ვერონა” საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა (2:0) და ერთი შეხედვით, ფავორიტად სწორედ ის ითვლებოდა, თუმცა განმეორებით მატჩში “ვერონამ” ნამდვილი კლასი აჩვენა და ქამ-ბექიც შემოგვთავაზა – სამი უპასუხო გოლი მეტოქის კარში.
ასე რომ, “ვერონა” ერთი წლის პაუზის შემდეგ კვლავ დაგვიბრუნდება სერია A-ში გუნდის საუკეთესო ბომბარდირ ჯამპაოლო პაცინისთან (12 გოლი 29 მატჩში) ერთად.