ქართული დუეტი მსოფლის რეიტინგის სათავეში
8 აგვისტოს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ თავისუფალ ჭიდაობაში განახლებული რეიტინგ ლისტი გამოაქვეყნა.
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე მესამე თვეა 61 კგ-ში მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფება, მანამდე კი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 2015 წლის სექტემბერში ლას ვეგასში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ 57 კგ-ის უცვლელი ლიდერი გახლდათ.
ევროპის ჩემპიონ-პრიზიორი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება.
მათ გარდა მსოფლიო რეიტინგში კიდევ 10 ქართველი ფალავანი შევიდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, თბილსის გრან-პრის გამარჯვებული ბექა ლომთაძე (57) მეექვსე ადგილზე იმყოფება. აღნიშნულ წონითი კატეგორიიდან ხინჩეგაშვილის გადასვლის შემდეგ ესტაფეტა აზერბაიჯანელების ქართველმა ლეგიონერი გიორგი ედიშერაშვილმა გადაიბარა ვინც რეიტინგის ლიდერია.
შოთა ფარტენაძე (61) მე-16, ევროპის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (65) მეხუთე, თბილისის გრან-პრის გამარჯვებული ზურაბ ერბოწონაშვილი (70) მე-18, ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძე (74) მე-15, თბილისის გრან-პრის ჩემპიონი ჯაბა ყველაშვილი (74) მე-17, ევროპის 2-გზის ჩემპიონ-პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) მე-13, დავით ხუციშვილი (86) მე-16, ევროპის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) მეხუთე, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) მე-20 ადგილს იკავებენ.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია