ქართული ელ-კლასიკოს სასწაული დასასრული – “ტორპედოს” 2 გოლი 2 წუთში
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ელ-კლასიკოს შესანიშნავი ფინიში გამოუვიდა. თბილისის “დინამო” 88-ე წუთამდე 2-0 იგებდა, თუმცა 2 წუთში “ტორპედომ” 2 გოლი გაუტანა მეტოქეს და გუნდი კვლავ დაუმარცხებელია.
თითქმის 50 წუთის განმავლობაში “ტორპედო” გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, “დინამო” ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა კაპანაძემ შეცდომები ვერ გამოიყენა. 58-ე წუთზე მოედანზე მათე ვაწაძე გამოდის, რომელმაც სულ მალე კობახიძეს ბურთი აართვა და კვასხვაძეს გაუტანა. 77-ე წუთზე ხარაბაძემ ვაწაძის მოზომილი პასი კარგად დაამუშავა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე კიდევ ერთხელ დაამწუხრა. თითქოს ყველაფერი დასრულებული უნდა ყოფილიყო, ქუთათურები ვეღარ აქტიურებოდნენ, თუმცა შეხვედრაში ჯარიმის შესასრულებლად პირველად დოლიძე მივიდა ცინცაძის ნაცვლად, გრიგორმა ჩააწოდა და მათემ თავით მინიმუმადე შეამცირა. დამატებულ დროში კაპანაძემ არეულობით ისარგებლა, შორიდან კუთხეში დაურტყა სიკაჩს და ანგარიში 2-2 გახადა.
“ტორპედო” 15 ტურია კვლავ დაუმარცხებელია, “დინამომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ტორპედო 2-2 დინამო
გოლები: ცინცაძე 88, კაპანაძე 90 – ვაწაძე 58, ხარაბაძე 77
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, მარინი – გიგაური (ჰლინკა 79), ცინცაძე – დაფე (ლაჩნი 68), კუხიანიძე (დოლიძე 58), ქიმაძე – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: სიკაჩი – რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე – ქოჩლაძე, შულაია, ივანისენია, შენგელია (ერგემლიძე 85) – კუცია (ივანიშვილი 77), ზივზივაძე (ვაწაძე 58)
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა