ქართული ფეხბურთის ესპანელი გოლეადორი
საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ ბევრ ლეგიონერს უთამაშია. უმაღლეს, პირველ თუ მეორე ლიგებში ფაქტობრივად ყველა კონტინენტის წარმომადგენელს გაუგორებია ბურთი. მართლაია, ჩვენს ქვეყანაში ძირითადად საკმაოდ დაბალი კლასის მოთამაშეები ჩამოდიან, თუმცა არსებობდა რამდენიმე გამონაკლისიც, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი, რა თქმა უნდა, ფრანჩისკო მუნიოსი იყო, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლებში “ბეტისის”, “ლევანტეს” და “ვალენსიას” დონის გუნდებში უთამაშია. “ღამურების” რიგებში ესპანელი ეუფას თასის და სუპერთასის გამარჯვებულიც კი გახდა.
ჩისკო თბილისის „დინამოში“ საკმაოდ ამბიციური ესპანური პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მის გარდა 2011/12 წლების სეზონის სატრტზე რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელში შეურთდა თბილისურ კლუბს, თუმცა კარიერით ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა სწორედ ჩისკო იყო. პროექტის ფარგლებში ეწყობოდა მოთამაშეების შეხვედრები გულშემატკივრებთან, პრომო-აქციები ხალხის სტადიონზე მოსაზიზად, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა კიდეც და გულშემატკივრებში წარმატების იმედი კვლავ გაჩნდა.
„დინამომ“ ევროპა ლიგა წარმატებით დაიწყო და პირველივე საშინაო მატჩი სწორედ ესპანური ლეგიონის დამსახურებით მოიგო. ამას კიდევ ერთი გადალახული ეტაპი მოჰყვა, რაც საბოლოოდ პლეი-ოფში „აეკთან“ დამატებით დროში განცდილი მარცხით დასრულდა. ამის შემდეგ თბილისურ კლუბს ჩავარდნა დაეწყო და საბოლოოდ, ისტორიაში პირველად “დინამო” ევროთასების გარეშე დარჩა.
ცვლილებების აუცილებლობა ნათელი იყო და „დინამოში“ სამწვრთნელო შტაბის ცვლილებასთან ერთად საკადრო ცვილებებიც ტრადიციულად მრავლად განხორციელდა, თუმცა ჩისკოს ეს არ შეხებია. მომდევნო სეზონშიც თბილისელთა თამაში დიდწილად მასზე იყო დამოკიდებული. ესპანელი მისთვის ახალ, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადაიყვანეს და მანაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ჩისკოს ანგარიშზე მეორე ქართულ სეზონში გატანილი 24 გოლია. „დინამომ“ ჩემპიონობაც და თასიც დაიბრუნდა, თუმცა მთავარი მიზანი, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, კვლავ შეუსრულებლად რჩებოდა, რასაც საბოლოო ჯამში მორიგი სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა. თუმცა, ამჯერად “დინამოს” მაშინელი თავკაცი, დუშან უჰრინი, კლუბს თავისი ნებით დაემშვიდობა და სამუშაოდ სამშოლბოში გაემგზავრა. ეს ყველაფერი ჩისკოსთვის მესამე ქართული სეზონის მსველოისას მოხდა,რომელიც მისთვის აევე წარმატებული გამოდგა. 19 გოლით ესპანელი მეორედ გახდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. კიდევ ერთი ჩემპიონობა და თასიც სწორედ ჩისკოს გადამწყვეტი გოლების დამსახურებაცაა. „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართულ თასის ფინალურ შეხვედრაში უმცირესობაში დარჩენილმა „დინამოელებმა“ სწორედ ჩისკოს გოლის და საგოლე პასის ხარჯზე შეძლეს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება.
„დინამოში“ ჩისკოსთვის მეოთხე სეზონს თბილისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაში კატასტროფული სტარტით შეხვდა. ყაზახურ „აქტობესთან“ მარცხს ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი და თითქმის მთელი შემადგენლობა შეეწირა.
გუნდი გაახალგაზრდავდა, “დინამოში” განვითარების მორიგი ახალი კურსი აირჩიეს, თუმცა ჩისკო კვლავ უცვლელ ფიგურად დარჩა. მეტიც, ესპანელი გუნდის კაპიტანიც გახდა და პირველ წრეში საკუთარ გუნდს 5 გოლითაც დაეხმარა, რის შემდეგ დიდი ფეხბურთიდან წასლა გადაწყვიტა.
ჩისკოს უკანასკნელი მატჩი ნამდვილ ზღაპარს გავდა. მსგავს “Happy End”-ს ნებისმიერი უმაღლეს დონეზე მოთამაშე ფეხბურთელიც კი ინატრებდა. ბოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლი და მოპოვებული გამარჯვება, საქართველოში ერთადერთი დარჩენილი მოუგებელი ტიტული და უსაზღვრო ემოცია, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.
ჩისკოსთვის „დინამო თბილისში“ გატარებული პერიოდი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში კარიერის განმავლობაში გატანილი 99 გოლიდან, 78 ჩისკომ თბილისური კლუბის მაისურით შეაგდო. ბუნებრივია, ამაში როლი პრიმერა დივიზიონსა და საქართველოს უმაღლეს ლიგას შორის წარმოუდგენლად დიდმა სხვაობამაც შეასრულა, მაგრამ „დინამოსთვის“ მოტანილ სარგებელს ეს არ აკნინებს. ჩისკოს მაგალითი ნამვილად ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ლეგიონერი ადგილობრივ კადრზე მაღალი დონის, განსხვავებული სათამაშო კულტურის მქონე უნდა იყოს და ის კლუბს წარმატებას აუცილებლად მოუტანს.
სუპერთასის შემდეგ ჩისკო ესპანეთში გაემგზავრა, სადაც სეზონის ბოლომდე ერთ-ერთ სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს, რის შემდეგაც სამწვრთნელო კურსებს გაივლის და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ესპანელი საქართველოში ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს და კვლავ იბრძოლოს იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც თბილისში 2011 წელს ჩამოვიდა.
„დინამოში“ კი ახალი ეტაპი იწყება. ჩისკოს გარეშე დარჩენილი თბილისელები ჩემპინობისთვის ახალგაზრდული შემადგენლობით იბრძლებენ. მოსალოდნელია, რომ მეორე წრის დაწყებმადე გუნდი კიდევ უფრო მეტად გადახალისდება.
ბოლოს კი ერთსაც დავამატებდი…. ჩისკომ “დინამოსთვის” და ეროვნული ჩემპიონატისთვისაც ბევრი რამ გააკეთა. თუმცა, უმაღლეს ლიგაში ბევრ ქართველ ფეხბურთელსაც უთამაშია და დიდი წვლილიც შეუტანია მისი ისტორიის შექმნასში, მაგრამ სათანადო დაფასება არ მიუღია, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოსასწორებელია.