ქართული რაგბის ბრაზილიელი ქომაგის 11 ათას კილომეტრიანი ვოიაჟი

თარიღი: დეკემბერი 8, 2014

ავტორი: ალისთერ უათი (Alastair Watt)

ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრება იაპონიას, რომ სძლია, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ქომაგისთვის ამას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. მესხის სტადიონზე 31 წლის დიეგო დუბარდი იმყოფებოდა, რომელმაც მშობლიური ბრაზილიიდან ბორჯღალოსნების, თავისი საყვარელი სარაგბო ნაკრების საქომაგოდ 11 ათასი კილომეტრი გადალახა.

დიეგოს, რომელიც ფეხბურთით მსუნთქავ და მცხოვრებ ბრაზილიაში დაიბადა და გაიზარდა, კარგა ხანი დასჭირდა სარაგბო გემოვნების დასახვეწად და ამ თამაშის შესაყვარებლად. როგორც თვითონ იხსენებს, რაგბთან მისი პირველი შეხება არცთუ სახალისო გამოდგა:

“ჩემი ბიძაშვილი საფრანგეთში რაგბს თამაშობდა. ბრაზილიაში, რომ დაბრუნდა ერთხელაც ბურთი მესროლა – დავიჭირე თუ არა, ეგრევე გვარიანად შემბოჭა და მიწაზე დამანარცხა. საშინლად მეტკინა და იმ დროიდან რაგბი არ მომწონდა“ აღიარა დუბარდმა, რომლის გვარსაც ბელგიური ფესვები ჰქონია.

“ჩემს პაპის პაპის პაპას ბელგიაში სასახლე ჰქონია, მაგრამ თურმე ანარქისტი ყოფილა და ქვეყნიდან გააძევეს, რის შემდეგ ის ბრალიზიაში გადასახლდა” განაცხადა დუბარდმა, თან აღიარა, რომ თვითონაც ანარქისტივით იქცევა, მაგრამ მხოლოდ რაგბის თამაშისას.

ჭაბუკობისას დუბარდმა ძიუდოში მიაღწია წარმატებებს, ხოლო მისი ბიძაშვილის მიერ ჩატარებული „სარაგბო გაკვეთილის“ შემდეგ, კარგა ხანი გავიდა, როდესაც, მისი მეგობარი გოგონა საფრანგეთიდან დაბრუნდა, რომელიც სამშობლოში ოვალური ბურთის მიმართ სიყვარულით დაბრუნდა.

“ჩემმა იმდროინდელმა მეგობარმა გოგონამ გაარკვია, რომ ბრაზილიის დედაქალაქ ‘ბრაზილიაში’ იყო სარაგბო კლუბი. მას თამაშის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ კლუბს ქალთა გუნდი არ ჰყავდა.“ იხსენებს დუბარდი, რომელიც იმდენად დაინტერესდდა, რომ ვარჯიში დაიწყო.

“პირველივე ვარჯიშიდან შემიყვარდა თამაში, მისი სულისკვეთება და რომ ხალხზე დაჯახება შეიძლებოდა. პირველად, რომ შემბოჭეს დაახლოებით სამი წუთი დამჭირდა ფეხზე წამოსადგომად, მაგრამ ეგრევე მოვიწამლე თამაშით.”

ბრაზილიელი დიეგოს სარაგბო ნათლონა 2010 წელს მოხდა და ერთ წელში იგი უკვე რეგულარულად თამაშობდა დედაქალაქის კლუბის შემადგენლობაში.

თუმცა დიეგოს ქართული რაგბით დაინტერესება მისი პორტუგალიელი მწვრთნელის დამსახურებაა.

“ჩვენი პორტუგალიელი მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევთა უკანა ხაზელების თამაშს, ბურთით სირბილს, პასებს და გაშლილი თამაშს. მე მწვრთნელს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ჩემთვის სასურველი დოზით დაჯახებებსა და კონტაქტს ვერ ვიღებდი. ორ საათიანი ვარჯიშების შემდეგ, ბიჭები ვრჩებოდით და უფრო ფიზიკურ რაგბს ვთამაშობდით.“ ამ დამატებითმა ვარჯიშებმა და ფიზიკური თამაშისადმი ლტოლვამ პორტუგალიელი მწვრთნელი გააღიზიანა თურმე.

“მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მომწონდა ხაზის მოთამაშეებზე ორიენტირებული ვარჯიშები. როდესაც ჩვენ დამატებით ვარჯიშს ხედავდა, გვიყვიროდა: „თქვენ ქართველებივით თამაშობთ, მარტო კონტაქტი და დარტყმა გინდათ და სხვა არაფერზე ფიქრობთო.“

დუბარდი, რომელიც ბრაზილიის განათების სამინისტროში მუშაობს, დაინტერესდდა ქართული რაგბით და დაიწყო ეროვნულ ნაკრებზე ინფორმაციის მოგროვება. მალე მან ბორჯღალოსნებზე ყველაფერი შეისწავლა და ამ ცონდამ შეაყვარა ქართული რაგბი.

“მე დავიწყე ინფორმაციების მოგროვება. შემდეგ ტელევიზორში მამუკა გორგოძის თამაში ვნახე. მან ვიღაცას გადაუარა და რათქმაუნდა ეგრევე შემიყვარდა.“ ღიმილით განაცხადა დიეგომ.

ბრაზილიელმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების ყველა თამაშს უყურა, რამაც მას ქართული რაგბის სტილი შეაყვარა: „ფიზიკური, ჯახი და აუმრავი კონტაქტი, აი ასეთი რაგბი მიყვარს! “

ორ წელიწადში საქართველოს ნაკრები არგენტინას ივნისის ტესტ-მატჩში საასპარეზოდ ესტუმრა, რომელიც სან ხუანში გაიმართა. დიეგომ, ბრაზილიიდან 2000 კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად, ბორჯღალოსნების თამაშის ცოცხლად ნახვის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

“ბუენოს აირესამდე ვიფრინე, მერე მენდოზამდე ავტობუსით ვიმგზავრე და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიე სან ხუანამდე. მატჩის წინა დღეს ბიჭებს სასტუმროში ვესტუმრე, რომლებსაც არ ეჯერათ, რომ მათ სანახავად ამხელა მანძილი გავიარე. მემგონი სტადიონზე მხოლოდ მე ვიყავი საქართველოს ქომაგი“

იმ დღეს საქართველოს ნაკრებმა 29-18 წააგო. მატჩის შემდეგ კი, დუბარდი ბიჭებთან ერთად ბანკეტზე აღმოჩნდა და დაპირდა მათ, რომ საქართველოს ეწვეოდა.

წელიწადზე ოდნავ მეტი დროის შემდეგ, დიეგომ დანაპირები შეასრულად. მან უკან მოიტოვა ბრაზილიური საფხული და 20 საათიანი ფრენის შემდეგ მოზამთრო საქართველოში ჩამოვიდა.

“ხო,აქ საჩემოდ ნამდვილად ცივა“ აღიარა ბრაზილიელმა. თავის ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთ ჰოსთელიდან მან დაწერა, რომ თბილისში იმყოფებოდა და რამოდენიმე წუთში მისი ქართველი ფეისბუქის მეგობრები ნამდვილ მეგობრებად იქცნენ, რომლებმაც ბარებში, რესტორნებში თუ კლუბებში დაპატიჟებით, ბრაზილიელს ქართული სტუმარმასპინძლობა დააჭაშნიკებინეს.

დიეგო ამაყობს თავისი ‘ჯანით’, რომელიც არამგონია დასუსტდეს ქართული სტუმრობის შემდეგ: „115 კილოს ვიწონი, მაგრამ საქართველოდან ალბათ 120 კილო გავემგზავრები“ აღიარა დუბარდმა.

პირველად ხინკალი, რომ ჭამა, მთელი წვენი მისმა ვებერთელა წვერმა აითვისა: “პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეგრევე მივხვდი როგორც უნდა მეჭამა და უკვე ამ „საბედისწერო შეცდომას“ აღარ ვუშვებ“.

მატჩის დღეს დიეგოს საქართველო-იაპონიის თამაშზე მინდორზე დასწრების უფლება მისცეს, რა დროსაც მან ყველასთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

დიეგო თამაშისგან აღფრთოვანებას ვერ მალავდა: „ ჩვენ (საქართველო) ბრწყინვალედ ვითამაშეთ, იყო ბევრი რაქები, მოლები და შერკინებები – მოკლედ ყველაფერი ის რაც ასე მიყვარს ქართულ რაგბში.”

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან დოლიძე: “ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გავეხარებინეთ”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა. დოლიძე ამბობს, რომ ასეთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაისურაძემ რუსი მეტოქე ბოლო წამებში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

10 ნოემბერს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე აწონვებამდე და აწონვების შემდეგ – როგორ გამოიყურებოდა ქართველი მებრძოლი

7 ნოემბერს, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-5 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ ჯეიმი სიმონსს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯერემი სტეფენსი გიგა ჭიკაძის გამოწვევას დათანხმდა

8 ნოემბერს გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეხუთე ბრძოლა გამართა. 31 წლის ქართველი ამერიკელ ჯეიმი სიმონსს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა