ქართული რაგბის დაჯილდოვების ცერემონიალი
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 3 დღით ადრე ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე 2015 წლის საუკეთესოების ნომინაციებზე წარდგენილი კანდიდატები დაჯილდოვდნენ:
2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე – მამუკა გორგოძე
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მორაგბე – ლაშა ხმალაძე
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მელელოვე – ირაკლი გეგენავა
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მექულე – თემურ სოხაძე
2014-15 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი
2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე – ანა პოღოსიანი
სპეციალური ნომინაცია – საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ლევან ჯობავა (პროექტი – რაგბი აქაურობას).
(c) გოგიტა ბუხაიძე საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official)სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 3 …
Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Wednesday, 16 March 2016
წლის საუკეთესო ნომინანტები რაგბის კავშირის სპონსორებმა და პარტნიორებმა დააჯილდოვეს.
საქართველოს საუკეთესო მორაგბედ მეხუთედ დასახელდა მამუკა გორგოძე, რომელსაც რაგბის კავშირის გენერალურმა სპონსორმა თი-ბი-სი ბანკმა სპეციალური პრიზი – საათი გადასცა, რომელზეც მამუკა გორგოძის ინიციალებია ამოტვიფრული.
ნატახტარმა დააჯილდოვა 2014/2015 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე ლაშა ხმალაძე. ისინი საუკეთესოები 2013/2014 წლების სეზონის შემდეგაც გახდნენ. საუკეთესო ქალ მორაგბედ ანა პოღასიანი აღიარეს. კუთვნილი ჯილდოები 2,5 თვის დაგვიანებით მიიღეს გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო მელელოვე ირაკლი გეგენავამ და საუკეთესო მექულე თემურ სოხაძემ.
ტრადიციულად, დასახელდა დიდი 10 -ის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასე გამოიყურება: 15. ბექა წიკლაური [ლოკომოტივი], 14. ირაკლი გეგენავა [ყოჩები], 13. გიორგი ფრუიძე [აია], 12. თორნიკე ცერცვაძე [ლელო-სარასენსი], 11. სანდრო თოდუა [ლელო-სარასენსი], 10. ლაშა ხმალაძე [ლელო-სარასენსი], 9. ვასილ ლობჟანიძე [არმაზი]; 1. ბაჩანა გოგიშვილი [ყოჩები], 2. გიორგი ლომთაძე [ლელო-სარასენსი], 3. დავით გურგენაძე [არმია], 4. მიხეილ არჩუაშვილი [ყოჩები], 5. სანდრო ქოიავა [ლელო-სარასენსი], 6. გიორგი თხილაიშვილი [ბათუმი], 7. დავით ლოსაბერიძე [აია], 8. ნიკა ჩხიკვაძე [ყოჩები].
სპეციალური პრიზი – რაგბის პოპულარიზაციისთვის პროექტ ‘რაგბი აქაურობას’ იდეის ავტორმა ლევან ჯობამ მიიღო.
მანამდე ტრადიციულად იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორების დაჯილდოება – ყოჩები [III ადგილი], ლოკომოტივი [II ადგილი] და ლელო-სარასენსი [ჩემპიონი]. ასევე დაჯილდოვდნენ პირველი ლიგის გამარჯვებული ‘აკადემია’ და დუბლშემადგენლობის გათამაშების მომგები ‘ლელო-სარასენსი’. ტრადიციისამებრ, დაჯილდოვდნენ ის ვეტერანებიც, რომელთაც 2015 წელს მრგვალი თარიღი ჰქონდათ – 70, 60, ან 50 წელი შეუსრულდათ.
ღონისძებას ესწრებოდნენ რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ვეტერანი მორაგბეები, ბორჯღალოსნები და სპონსორები.