ქართული რაგბის ისტორიაში პირველად …

თარიღი: მაისი 25, 2015

ქართველმა 20-წლამდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბიპროგრესირებს და მსოფლიო რაგბის 2016 მსოფლიო ჩემპიონატში, 12-გუნდა ელიტაშითამაშიუფლება დამსახურებულად მოიპოვეს!

 

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა და მათი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი ფინალურ მატჩში აღმოჩნდა. კანადამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, მაგრამ ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებაში, ღია თუ ფეხით თამაშში და მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებიც იყო, მაგრად ითამაშა ყველამ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურობის მაგალითი აჩვენა და რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, ანგარიში ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.

 

საქართველოს ნაკრებმა შვიდჯერ დაამიწა ლელოში და 3-4-ის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ შეტევები წინთამაშის გამო ჩაიშალა. ქართველმა მორაგბეებმა ჩაატარეს უმაღლესი დონის თამაში და 26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, დილის 03:20 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა დაიმსახურეს.

 

გუნდმა ითამაშა დიდი მონდომებით და აჩვენა ლაღი რაგბი, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა და კანადელთა ყველა მონდომებას ღირსეული პასუხი გასცა.

 

ფინალის პირველი წუთებიდან

 

მატჩის დებიუტში კანადამ შემოგვიტია, მაგრამ მათი აქტიურობა სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ შეტევა ლელოდან 5 მეტრში წინთამაშის გამო ჩაიშალა. დებიუტშივე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება მეტოქისას მაგრად ერეოდა, კანადა დერეფანში ხშირად სცოდავდა და ამით ქართველმა მამორაგბეებმა კარგად ისარგებლეს.

 

მე-10 წუთზე შერკინებამ იმძლავრა და მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრით უკან დაახევინა, მერე ვასილ ლობჟანიძე სამ მბოჭავს გაექცა და შეტევა გიორგი კვესელაძემ გააგრძელა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს. საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, მაგრამ ბურთის ცუდად შეგდების გამო ეს შეტევა ჩაიშალა.

 

ქართველები თამაშს სწრაფად შლიდნენ და ხელდახელ უტევდნენ. ირაკლი სვანიძესფეხით გადაკიდებული ბურთები კარგად ამოჰქონდა. მე-14 წუთზე ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით ვისარგებლეთ და ბურთი ხაზს იქით გაიგზავნა. დერეფნის მოგებას კარგი მოლი მოყვა, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგობის მიუხედავად 5 მეტრი დაფარა და მიხეილბაბუნაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო მე-15 წუთზე დააფიქსირა. რეზიჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა. სამაგიეროდ, მას ფეხით კარგად გადაჰქონდა აუტში ბურთი და ცენტრიდან ოვალი 5-მეტრიან ზონაში რომ გაგზავნა, დერეფანს კვლავ მოლი მოყვა და ამჯერად ლელო გიორგი მელიქიძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმაგარდასახვა უნაკლოდ შეასრულა – 12:0

 

ორიოდე წუთში ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-იდან ლელოში ბურთი ფეხით ჩაკიდა, რომელიც გიორგი კვესელაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერიმ გარემარბი დამრტყმელზე წინ იყოო და ლელო გააუქმა. მალე ოთარ გიორგაძემ გაჭრა ხაზი კარგადაც იარა, მაგრამ რომ შებოჭეს დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა – მის ნაცვლად მოედანზეთორნიკე ზოიძე შემოვიდა. 34-ე წუთზე კანადელებმა ცუდად მოაწოდეს დერეფანი, ბურთი ქართველებს დარჩათ და ხელდახელ შეტევით კვესელაძე  მცველთან ერთ-ერთზე დარჩა, მათ გაექცა და ანგარიში 17:0 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 37-ე წუთზე ჩრდილოამერიკელები მეორედ შეცდნენ დერეფანში, ამჯერად დავით პაპავაძემშეუტია და ლელოს დაახლოებით 3 მეტრამდე მიუახლოვდა, იქიდან ორი დარტყმის შემდეგ კი, მიზანს შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ უწია. ჯინჭველაშვილი ზუსტი იყო – 24:0! აქ საქართველოს ნაკრები მოდუნდა, მბალმა რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჰორგანმა კუთხიდან გარდასახა – 24:7 პირველი ტაიმის შემდეგ.

 

მსოფლიომდე 40 წუთით ადრე

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა, რითაც ხეირი საქართველოს ნაკრებმა ნახა, კანადა დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ის 3 ქულად აქცია. ორიოდე წუთში ქართველები დაჯარიმდნენ და კარის წინ 15 მეტრიდან ჰორგანმა ჯარიმა გაიტანა. ამის პასუხად ქართველებმა 49-ე წუთზე მეხუთე ლელო მიითვალეს და გამარჯვებულის ვინაობაც ნაადრევად გადაწყვიტეს. ლობჟანიძემ მარჯვნივ გრძელი პასით გარღვევაზესვანიძე გაიყვანა, რომელმაც სისწრაფეში უპირატესობა შექმნა და ანზოერ სიჭინავასდროული გადაცემა გაუკეთა, რომელიც ბოლო მომენტში კი შებოჭეს, მაგრამ ლელოს ხაზს მაინც მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

 

თამაში რომ განახლდა ბექა კაკაბაძემ მოულოდნელად შეუტია, იერიში პაპავაძემ გააგრძელა და ბურთი მეტოქის 22-ში დაიკარგა, მაგრამ ფეხით გადმოკიდებული ბურთიკვესელაძეს მიუვიდა, რომელმაც თავადაც ფეხით გადაიკადა და თავისი მეორე და ნაკრების მეექვსე ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა და 39:10. კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სხვაობის მიუხიდევად არ გატყდნენ, მოულოდნელად მათ შერკინებაში იმძლავრეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბრედლიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

ქართველებმა მოინდომეს და ლამაზი ლელოც გაიტანეს. სვანიძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ლელომდე 7-8 მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე უშედეგო დარტყმის შემდეგლობჟანიძემ ჯინჭველაშვილს გაუტანა ბურთი, რომელმაც ფეხით გადაიკიდა და ძელებსშუა დაამიწა. მისი გარდასახვა ზუსტი იყო. კანადამ ჩამორჩენა ლელო-გარდასახვით 64-ე წუთზე შეამცირა, მერე რეფერიმ 68-ე წუთზე ნიკა ნეფარიძეგაასინბინა, მაგრამ ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი, 78-ე წუთზე კარგი შეტევა წამოიწყეს, ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 49:24 და მსოფლიოს ქართულ რაგბზე სასაუბროდ კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა.

 

თასი ცოცხალი ლეგენდისგან

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სიხარულს ვერც საქართველოს ნაკრების მოთამაშეები თუ სამწვრთნელო შტაბი და ვერც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე უხვად შეკრებილი ქართველი ქომაგი მალავდა. მთელი თამაშის მანძილზე ინტერნეტ სთრიმით მიმდინარე პირდაპირი რეპორტაჟისას ხმამაღლა და უწყვეტად ისმოდა „ლელო, ლელო, საქართველო“, რაც ბიჭებს უდიდეს სტიმულს მატებდა და ისედაც ვეებერთელა მოტივაციას უატასმაგებდა. ნამატჩევს მსოფლიო რაგბის ჟურნალისტმა ნაკრების კაპიტან,ბადრი ალხაზიშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმდენი ქართველი ქომაგის შეგროვდაო, რომ გეგონება თამაში შინ ითამაშეთო, რაზეც ალხაზიშვილმა მიუგო, რომ ძალიან ბედნიერი იყო ასეთი მხარდაჭერით და ქართველ ქომაგებს ხმამაღლა, ქართულ ენაზე „დიდი მადლობა“ შესძახა. მან ასევე განაცხადა: „ენით აღუწერელი გრძნობაა. ასეთი თამაში ჯერ არ მოგვიგია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ძალიან კარგი და ლამაზი რაგბი, ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გარეშე და დიდი მადლონა მინდა გადავუხადო კანადას ამისათვის. დიდი მადლობა ჩემ გუნდს, უზმოდ ამაყი ვარ ჩვენი მოთამაშეებით.“

 

ტურნირის კულმინაციამდე ჯერ ვერცხლის მედალოსანთ დაჯილდოვების ცერემონია იყო. კანადელთა 20-წლამდელებს საცერემონიო სცენისკენ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ტაშითა და ოვაციებით საპატიო დერეფანში მიაცილებდნენ. ჩრდილოამარიკელები მედლებით მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა დააჯილდოვა. დადგა ჩემპიონთა რიგი. ოქროს მედლებით დამშვენებულებმა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გაავსეს სცენა და ყველა სანატრელი თასის მოლოდინში იყო, ხოლო თასი ჩვენს კაპიტანს შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანენელი და ირლანდიელი ლომების ცოცხალმა ლეგენდამ, ჯონ ჯეფრიმ, იგივე‘თეთრმა ზვიგენმა“ გადასცა.
ელიტაში მინიმუმ 2 წლით

 

ეს გამარჯვება უდაოდ დიდი წარმატებაა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ის, რისთისაც ქართული რაგბის არა ერთი თობა იბრძოდა და შრომობდა. ამრიგად ალაფის ფინალში გამარჯვებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გაისად ინგლისში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ათი რის წინ გაირკვა, რომ 2017 წელს ამ ჩემპიონატს უკვე საქართველო უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ელიტაში მინიმუმ ორ წელს გაატარებენ და მათი შრომისმოყვარეობითა და მწვრთბელთა შტაბისა და საქართველოს რაგბის კავშირის დაუღალავი შრომით, ისინი იქ ადგილს დაიმკვიდრებე.

 

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა

 

VII ადგილისთვის პორტუგალია – ჰონკონგი 47:21, V ადგილისთვის ფიჯი – ნამიბია 36:24, III ადგილისთვის ურუგვაი – ტონგა 44:43

 

ნამატჩევს
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „რომ გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, იგივეა რომ არაფერი ვთქვა… ძალიან ამაყი ვარ! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოთ გაიმარჯვეს და რაც მთავარია ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბს და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.

 

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათ უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი – ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას,და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს – ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძესდა ლიამ რობისნონს; გუნდის ვიდეო ანალიტიკოსს დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს. ასევე ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს. ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენ გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე – მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!

…ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად …ალბათ არაფერი

„ჩემ ქვეყანას ვულოცავ, იმიტომ, რომ არც თუ ბევრი სიხარული გვაქვს სამწუხაროდ ცხოვრებაში და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს.  როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია – ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად? … ალბათ არაფერი.

 

„აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგმოისათვის საქართველოს მთავრობას, სპოსნორებს და საქველმოქმედო ფონდ ‘ქართუს’. მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდში დგას – ყველა ჟურნალისტს ვინც გაზეთებში, ვებ გვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელე-ჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებსა, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს – ეს მათი გამარჯვებაც არის. აქვე არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო –  რბილად, რომ ვთქვა მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.

… ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს

 

„ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხეისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს. უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება. დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

…მსოფლიო რაგბის აღფრთოვანება

„ბოლოს ერთსაც გეტყვით – რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით. ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის რაც ვიღაცისთვის არის ადვილი, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი ვინც მსოფლიო რაგბში პოლოტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს, დღემდე ომში ვა

UFC-ის მებრძოლმა დვალიშვილმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს. ქართველი მებრძოლი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სკანდალი რუსეთში – მსოფლიო ჩემპიონმა პატარძალი ქორწილიდან გააგდო (ფოტო)

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილი სკანადალით დასრულდა. ოს სპორტსმენს ზაფხულში რუსეთის სახელით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირმა ჭკადუა: “ამერიკის ღია პირველობამდე მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა ბასილაშვილზე̶

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ჩოგბურთელის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, […...
წაკითხვა