“ქართული სპორტის ქომაგების” განცხადება

თარიღი: მარტი 30, 2016

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში “ქართული სპორტის ქომაგების” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. “ქომაგები” გუშინ საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებებს შორის ჩატარებულ შეხვედრას გამოეხმაურნენ.

“ქართული სპორტის ქომაგები” 6 წელია რაც ვარსებობთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ორგანიზაციას არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია, სადაც არ ვყოფილვართ და გვერდში არ დავდგომივართ ჩვენ ნაკრებებს, იქნებოდა ეს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი თაობები. ჩვენთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, თუ სად ტარდებოდა მატჩი, თბილისში, გორში, ზესტაფონსა თუ ქუთაისში. ვქომაგობთ ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად ანგარიშისა და ჩვენი რაოდენობისა (ზოგჯერ 5, ზოგჯერ 1500 ქომაგი). ჩვენი ბიჭები არასდროს დაგვიღალატებია და მათგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვდით. მაქსიმუმს მათი შესაძლებლობებისა, ზოგჯერ შეიძლება მეტსაც, მაგრამ ჩვენი უპირველესი მოთხოვნა ყოველთვის იყო, “ბრძოლა, ჟინი, თავდადება”.

გუშინ საკმაოდ ციოდა, თუმცა, ჩვენთვის ცუდი ამინდი დაბრკოლება არასდროს ყოფილა მითუმეტეს ახალი წელი, ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელი, განახლებული იმედები და სულაც, რომ ეთოვა, ან თბილისს თალხი დაეხურა ქომაგები “დინამო არენაზე” ჩვეულად ვიგუგუნებდით. გუშინდელ მატჩზე შევეცადეთ საფეხბურთო გარემო შეგვექმნა და ქალაქში ქომაგური მსვლელობაც მოვაწყვეთ. შეძახილებით, სიმღერებით და პირო-შოუებით. მოტივაცია არც ცარიელ სტადიონს დაუკარგავს და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყეთ ჩვენი ნაკრების გამხნევება (ეს ჩვენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების წესია). 90 წუთი, ჩვენი ტრიბუნა არ გაჩერებულა, ვცდილობდით გამარჯვების მოპოვებაში დავხმარებოდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ…

ბევრს არაფერს ვითხოვთ თქვენგან ბიჭებო (!), ქომაგები ვართ ის ხალხი, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით წაგების და მოგების დროსაც. ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვინდა რომ თავაწეულებმა დატოვოთ მინდორი. ისე არ უნდა გახვიდეთ მინდვრიდან, რომ რაღაც დააკლოთ თქვენს შესაძლებლობებს, მხოლოდ ერთს ვითხოვთ მინდორზე, იბრძოლეთ ბოლომდე, დაგვანახეთ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებთ, ჩვენც თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ტრიბუნიდან და თქვენთან ერთად გავიზიარებთ ყველაფერს. გაითავისეთ კარგად, თუ რა არის თქვენს მაისურებზე ამოტვიფრული, გაითავისეთ, რომ ჰიმნის დროს თავაწეულებმა, გულით იმღეროთ და შეიგრძნოთ რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ვინ დგას ტრიბუნაზე თქვენი თამაშის სანახავად,იმედების გასამართლებლად (ვიღაცებისთვის 5 ლარი არაფერია, მაგრამ გუშინ სწორედ ის ხალხი იყო მოსული სტადიონზე, ვისთვისაც ეს თანხაც ბევრს ნიშნავს)…

იბრძოლეთ თითოეული მაყურებლისთვის, ვინც ტრიბუნაზეა, ვინც ტელე-ეკრანებიდან გიყურებთ, დედაქალაქიდან თუ რეგიონებიდან. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ყველგან ვიამაყოთ თქვენი თავით. ჩვენ არ გვინდა თავჩაღუნული ბიჭების ცქერა და მათი ქომაგობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ნაკრებების ყოველთვის გვჯეროდა და მომავალშიც ასე იქნება, პირველები გაგაკრიტიკებთ და პირველები დაგიცავთ, მაგრამ თქვენგანაც მეტს მოვითხოვთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვიქნებით, ვერ დაგვაშორებს ვერც ერთი მარცხი თუ ფრე.

და ბოლოს, გუშინდელი მატჩის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ტრიბუნისკენ წამოვიდა მადლობის (ან ბოდიშის) სათქმელად. მათ შორის თორნიკე, ყველაზე ახლოს მოვიდა. ემოციები საკმაოდ გვქონდა მოზღვავებული და ჩვენი სათქმელის მცირე ნაწილი იქვე ვუთხარით (თუმცა შესაძლოა თორნიკე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა გუშინდელი თამაშის შემდეგ ამას). კარგი იქნებოდა, თუ ყველა გაითავისებდა თავის პასუხისმგებლობას, რაც უთუოდ ოდნავ უკეთესი მომავლის წინაპირობა იქნება.”

"ქართული სპორტის ქომაგები" 6 წელია რაც ვარსებობთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ორგანიზაციას არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გ…

Posted by ქართული სპორტის ქომაგები on Wednesday, 30 March 2016

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალფონსო დეივისის სისწრაფე “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. “ბაიერნის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” — “ბაიერნი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ალონსოს წითელი ბარათი “ბაიერნთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcos alonso red card! Sent off for hitting Lewandowski! #ChelseaBayern pic.twitter.com/0A0TOfFdgC — The […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” თავკაცი: “რონალდუს შეჩერების გეგმა არ გვაქვს”

“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტიაუას” მფლობელი: “ჩემი ფეხბურთელები სექსს ზედმეტად დიდ დროს უთმობენ&#

1986 წლის ევროპის თასის მფლობელი ბუქარესტის “სტიაუას” მფლობელი ჯიჯი ბეკალი თავისი კლუბის ცუდ ფორმაში ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა. “გაგრას” რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილის...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფადან გამოგზავნილი 116 ათასი ევრო ეროვნული ლიგის გუნდებზე გადანაწილდება

25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ​​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის საქართველოს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი: “მინდა სიცოცხლის ბოლო დღემდე “არსენალის” მწვრთნელი ვიყო̶

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი აღიარებს, რომ მომავალში “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის დაკავებაზე ოცნებობს. შეგახსენებთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი და სუარესი კროოსის “ლივერპულში” გადაბირებას ცდილობდნენ

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოვაჩი: “ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავიდ ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში […]...
წაკითხვა