ქართველები მთელ მსოფლიოს აოცებენ! მერაბი, ლუკა, ხვიჩა და …
ბოლო 2 დღეა ქართველი სპორტსმენები საოცარ შედეგებს აჩვენებენ და მხოლოდ გამარჯვებას ახერხებენ.
31 წლის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ჟოზე ალდო დამაჯერებლად დაამარცხა.
მერაბმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელიამ Seria A-ში პირველი დუბლი შეასრულა და ყველგან მასზე იწერებოდა. ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა უკვე მეორედ მოხვდა და ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე კვარაცხელიას გვარმა მრავალჯერ დაიჭექა.
კვარას ფაქტორს იტალიაში ქართველი ემიგრანტიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ის, რაც კვარაცხელიამ.
დღესვე ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა “კრემონეზეში”. ლოჩოშვილი ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა და ძანიოლოსა და დიბალას გასაქანი არ მისცა. ისე ითამაშა, თითქოს ძალიან დიდი ხანია უკვე იტალიურ ფეხბურთს შეჩვეული იყოს.
ფაქტია, ქართველი სპორტსმენები ბოლო დროს საუკეთესო შედეგებს დებენ და ქართველ ხალხს ახარებენ, მთელ მსოფლიოს კი საქართველოს აცნობენ.