ქართველების “ინტერმა” “გაბალა” ცხადაძისა და ალვაროს გოლებით დაამარცხა
23 მარტს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში, “გაბალამ” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს “ინტერის” ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა – ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძემ და ალექსანდრე იაშვილმა დაიწყო. სათადარიგოთა რიგებში იყო მეკარე გიორგი ლომაია და ასევე, ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე, იაშვილის მაგივრად გამოვიდა.
შეხვედრაში ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ მე-14 წუთზე გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ალვაროს მიერ 46-ე და 54-ე წუთებზე გატანილი გოლები მოყვა. 57-ე წუთზე, სპიჩიჩმა სხვაობა ოთხამდე გაზარდა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე “გაბალას” მოთამაშემ, მენდიმ დააფიქსირა – 1:4.