ქართველების თანამონაწილეობით “ოლიმპიაკოსმა” და “გალათასარაიმ” ევროლიგაში იმარჯვეს

თარიღი: მარტი 22, 2014

ქართველი კალათბურთელების გუნდებს ევროლიგაში წარმატებული დღე ჰქონდათ: გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმაც” იმარჯვა და მანუჩრ მარკოიშვილის “გალათასარაიმაც”, რითაც პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა ამ გუნდებმა მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

“გალათსარაიმ” უშუალო კონკურენტ მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და 76:69 სძლია. გერმანული კლუბი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ბოლო წუთებამდე არ ტყდებოდა, თუმცა სტამბოლელთა მონდომების ხარჯზე “გალათასარაიმ” მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და სატურნირო პოზიცია გაიუმჯობესა.

ქართველმა ლეგიონერმა, რომელმაც თითქმის 5 თვე ტრავმის გამო გამოტოვა და სტამბოლელებს მხოლოდ წინა საევროლიგო მატჩში დაუბრუნდა, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 19:38 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 4-დან  2-ქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სტამბოლელთა შორის საუკეთესო შედეგიანობა პოპს მენსა-ბონსუმ აჩვენა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი კი ბებერი პუერტორიკოელი კარლოს აროიო გახდა 16 ქულით. ბავარიელთაგან საუკეთესო 16 ქულის მომგროვებელი მარკუს დილეინი გახდა, ჯონ ბრაიანტის ანგარიშზეკი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

5 მოგებითა და 6 მარცხით “გალათასარაი” Fჯგუფში “ბაიერნს” და ყუბანის “ლოკომოტივს” წამოეწია და ამ გუნდებთან IV-VI ადგილებს იყოფს. მოგებ-წაგებების ანალოგიური ბალანსი გაუხდა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსსაც”, რომელმაც ესპანური “ლაბორალ კუტხა” 40 ქულით – 89:59 გაანადგურა.

შერმადინმა 17:21 წუთი ითამაშა და თავი საკმაოდ შედეგიანად წარმოაჩინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც მიითვალა. პირეოსელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა მეთიუ ლოიესკიმ დააგროვა, ვასილის სპანულისს 14 ქულა ჰქონდა, იანის პაპაპეტრუმ კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

5 მოგებით და 6 მარცხით “ოლიმპიაკოსი” Eჯგუფში “ფენერბაჰჩესთან” და “უნიკახასთან”IV-VI ადგილებს იყოფს, მეოთხედფინალში კი თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა. მომდევნო ტურში, 27 მარტს “ოლიმპიაკოსი” სტუმრად “უნიკახას” ხვდება და ამ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მარკოიშვილის “გალათასარაი” კი 28 მარტს კაუნასში “ჟალგირისს” დაუპირისპირდება.

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი […]...
წაკითხვა