ქართველების წარმატებული ტური ესპანურ პრიმერადივიზიონში

თარიღი: ნოემბერი 25, 2013

ესპანეთის პრიმერადივიზიონში გამარჯვებები მოიპოვეს ქართველების გუნდებმა. გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” შემადგენლობაში გამორჩეულად ითამაშეს და თავიანთი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს.

“სარაგოსამ” “ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ არაგონული გუნდი 16 ქულით იგებდა, თუმცა სტუმრებმა მესამე პერიოდში 22:9 იმარჯვეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს. გადამწყვეტმა მეოთხედმა ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ სარაგოსელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

არაგონელთა შორის საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელსაც საამისოდ მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა. სანიკიძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასულმა სარაგოსელებს უდიდესი დახმარება გაუწია – 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

სასტრტოში იყო, თუმცა სანიკიძეს მსგავსად 19 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამასთან ერთად 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი “სარაგოსაში” მე-3 იყო ჯონათან ტაბუს შემდეგ, საუკეთსო კი, როგორც ვთქვით. სანიკიძე გახდა.

ზედიზედ მე-4 გამარჯვება მიითვალა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”. სევილიელებიგრან კანარიას” ესტუმრნენ დამეტოქერომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი გააჩნდა,მოულოდნელი მარცხი აგემეს – 68:58.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:43 წუთი გაატარა დაგუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 2-დან 1ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, ამასთან, მისწინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

ორივე “ქართულ გუნდს” 4 მოგება და 3 მარცხი აქვს – “სარაგოსა” მე-5 ადგილზეა, “კახასოლი” კი – მე-6-ზე. მე-8 ტურში, 30 ნოემბერს, “კახასოლი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო “სარაგოსა” 1 დეკემბერს მეორე ესპანურ გრანდ “ბარსელონას” ესტუმრება.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა