ქართველებს აკი ბაშოზე თანაბარი ბალანსი აქვთ
შემოდგომის აკი ბაშოზე სუმოში 4 დღე მიილია და მხოლოდ ერთი იოკოძუნა შემორჩა. ბაშო საერთოდ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის გარეშე დაიწყო, ხოლო სასტრატო 3 წაგების შემდეგ ტურნირიდან უმთავრესი იოკოძუნა, ჰაკუხო მოიხსნა, რომელსაც მუხლი აწუხებდა.
ბაშოს სანიაკუთი შეხვდა ტოჩინოშინი. ქართველი სუმოისტი კომოსუბის რანგით შეხვდა შემოდგომას და ახლა მის შენარჩუნებას შეეცდება. საამისოდ კი რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს. იოკოძუნა კაკურიუსთან და ოძეკ კისენატოსთან სასტარტო 2 მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა ზედიზედ მოუგო ოძეკ გოედიოს და სეკივაკე მეგურიუს და თანაბარი ბალანსი აქვს. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ოსუნააშარი იქნება, რომელსაც 4 წაგება აქვს.
თანაბარი ბალანსი აქვს მეორე ქართველ სუმოისტს, მეცხრე მაეგაშირა გაგამარუსაც, რომელმაც დღეს წააგო მერვე მაეგაშირა ტოინოსამისთან.
ბაშოს წაუგებლად ლიდერობენ ოძეკები ტერონოფუჯი და კისენოსატო, ასევე სეკივაკე ტოჩიოძანი.