ქართველებზე შეყვარებული რუსი კომენტატორი

თარიღი: ივნისი 21, 2012

„ნტვ-პლუსის“ სპორტულმა რედაქციამ თავისი კომენტატორების ინტერვიუები შემოგვთავაზა. მათ შორის იყო ქართველებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ სიმპათიით განწყობილი ჟურნალისტი მიხაილ მელნიკოვი, რომელმაც ამ ინტერვიუშიც ისაუბრა თბილისის „დინამოსა“ და კოტე მახარაძის შესახებ. აღნიშნული ინტერვიუს მონაკვეთებს Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი პერიოდულად აქვეყნებდა, ახლა კი ჩვენი ინტერნეტ-პორტალი უფრო ვრცლად გთავაზობთ მიშა მელნიკოვის აზრს „დინამოსა“ და ლეგენდარულ კოტე მახარაძეზე.

— როდის შეგიყვარდათ თბილისის „დინამო“ – 1981 წელს თუ მანამდე?
— არა, მანამდე. ბავშვობაში ალერგიის გამო სამხრეთში ხშირად დავყავდი მშობლებს. გაგრაში, ერთ-ერთ ქართულ სანატორიუმში ვცხოვრობდი, სადაც ყველა კაცი თბილისის „დინამოს“ მატჩებს უყურებდა. ამ პერიოდიდან შევიცანი ფეხბურთი. მამის მსგავსად, ბავშვობაში მეც „ზენიტსა“ და „ცსკა“-ს ვქომაგობდი, თუმცა 70-იანი წლების მეორე ნახევარში დამოუკიდებელი არჩევანი გავაკეთე და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარი გავხდი. მაშინ ეს გუნდი ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობდა. 1978 წელს კი ჩემპიონები გახდნენ. ეს იყო ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, შენგელიას და სხვათა თაობის გუნდი. შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, საფეხბურთო ტრაგედია შემემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „დინამოს“ და სხვა ქართული გუნდების თამაშს ვეღარ ვუყურებდი. რაღაც პერიოდის განმავლობაში ფეხბურთს აღარც ვადევნებდი თვალ-ყურს.

— კოტე მახარაძემ „დინამოს“ შეყვარებაში რაიმე როლი ითამაშა?
— დიახ, რა თქმა უნდა. ამ დრომდე ვფიქრობ, რომ კოტე მახარაძის მიერ რუსულ ენაზე წაყვანილი რეპორტაჟების მსგავსი სხვა კომენტატორებისგან არ მომისმენია და რომც მომესმინა, ალბათ, მაინც ვერ აჯობებდა მახარაძის კომენტირებას. ამ ადამიანს ყველა დროის საუკეთესო კომენტატორად მივიჩნევ. გამიმართლა და ერთხელ დიდი ხნის განმავლობაში მომიწია მასთან ურთიერთობა. ჯერ კიდევ მაქვს მისი კომენტირებით თბილისის „დინამოს“ ჩანაწერები.

— რაში მდგომარეობდა მისი ქარიზმა და უნიკალურობა?
— პირველ რიგში, ის მსახიობი იყო. ის უბრალოდ კომენტირებას არ აკეთებდა, არამედ თამაშობდა ისე, როგორც სპექტაკლში. მეორე რიგში, მას ჰქონდა რაღაც ფენომენი, რასაც ვერ ვხსნი, ძალიან ბევრ ენათმეცნიერს ვესაუბრები მასზე. რუსული ენა იქ უფრო მდიდრდება, სადაც ის მშობლიურ ენად არ ითვლება – მაგალითად, სოხუმში, ოდესაში, ბაქოში. ბევრ ქართველთან ჩამომიყალიბდა ურთიერთობა და ისინი რუსულად შესანიშნავად მეტყველებენ. მე მომწონს მათი აქცენტი, თუმცა ეს მთავარი არ არის. ყოველთვის მაოცებდა ფაქტი, როცა ადამიანებისგან, რომელთა მშობლიური ენა რუსული არ არის, მესმოდა ისეთი რუსული გამოთქმები, როგორიც მოსკოვშიც კი არასდროს გამიგია. აი, ეს არის მეორე ფაქტორი, რატომაც ასე ძალიან შემიყვარდა კოტე მახარაძის მიერ წაყვანილი რეპორტაჟები.

— კოტემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რეპორტაჟების დროს სპეციალურად ამატებდა აქცენტს, რადგან სცენაზე მის გარეშე საუბრობდა.
— ვერ შეგეწინააღმდეგებით და ვერც დაგეთანხმებით, რადგან მისი სპექტაკლები მხოლოდ ქართულ ენაზე მაქვს ნანახი. შეიძლება მართლაც იყენებდა ასეთ ოინს. ის არამარტო საფეხბურთო, არამედ საკალათბურთო მატჩებისაც უკეთებდა კომენტირებას. რამდენადაც ვიცი, ამას კალათბურთის შემოსვლის დროსაც კი აკეთებდა.

— გიცდიათ მისგან რომელიმე ფრაზის დასესხება?
— არა, სად მე და სად ის?!

— იქნებ მაინც გეცადათ?
— არა, თუმც რამდენჯერმე მისი ფრაზის ციტირება მოვახდინე. მაგალითად, „სანამ ბურთი ჰაერშია, მოკლედ გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობებს“. მე ყოველთვის ვამბობ, ეს ჩემი ფრაზაა თუ კოტე მახარაძისგან ნასესხები.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლეონ გორეცკამ “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ ლიონელ მესის დასცინა

14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნმა” კატალონიის “ბარსელონა” გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” გასახდელში გადაღებული ფოტო “ბაიერნთან” მატჩის პირველი

14 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” “ბაიერნთან” გამანადგურებელი ანგარიშით 2:8 დამარცხდა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად, 2005 წლის შემდეგ…

ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის გარეშე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიკე სეტიენი: “მომავალი უკეთესი იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” განცდილი მარცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ზოგიერთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, ზოგიერთს მივიღებთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” განცდილი სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ “ბარსელონას” პრეზი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” “ბარსელონა” პირწმინდად დაჯაბნა (ვიდეო)

ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ დუ ჰენფიკაზე” “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესის ლამაზი გოლი – “ბარსელონამ” სხვაობა ორამდე შეამცირა

სუარესის გოლი “ბაიერნის” კარში – 2:4 “ბაიერნის” სასარგებლოდ იხილეთ ვიდეო That’s Luis Suárez for you, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნინუა აქ არის” – “პაოკმა” ნიკა ნინუა წარადგინა

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი და კაპიტანი, ნიკა ნინუა კარიერას სალონიკის “პაოკში” გააგრძელებს. ნინუამ “პაოკთან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მე თუ ეს ხედი?” (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს მიმართა. “მხოლოდ ორი არჩევანი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაგელსმანი: “შესვენებაზე მე და სიმეონეს შელაპარაკება გვქონდა”

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის პირველი ტაიმის დას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” – “ბაიერნი”: ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაში მიუნ

2015 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი “ბარსელონა” 3:0 “ბაიერნი” გოლები: მესი 77′, მესი 80′, ნეიმარი 90+4′...
წაკითხვა