ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის
საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. კაჭარავას ადვოკატები ამბობენ, რომ ბიზნესმენსა და ჩოგბურთელს შორის გაფორმებული ხელშკერულების თანახმად, ბასილაშვილს მიღებული ჰონორარიდან პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა.
ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის მოხვდა, მან ხელშეკრულება დაარღვია და თანხა არ გადაიხადა.
“მან მოახდინა ფულის ინვესირება ბასილაშვილს და მას შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომელის ფარგლებშიც ნიკოლოზის დაფიანსებას უზრუნველყოფდა ირაკლი, სანაცვლოდ 50-ეულში მოხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან უნდა მომხდარიყო მისი საპრიზო და საჰონორარო თანხიდან პროცენტის გადახდა უკან ინვესტორისათვის, 2017 წლიდან დადგა მომენტი როცა მას უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მან არ შეასრულა შესაბამისად იძულებული აგხდა ირაკლი კაჭარავა, რომ მისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის”, – ციტირებს ადვოკატი მარიკა არევაძის სიტყვებს ტვ პირველი.