ქართველი გულშემატკივრების კომენტარი: საქართველო – ირლანდია

თარიღი: სექტემბერი 8, 2014
საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია გულშემატკივართა შორის. გამონაკლისი არც ჩვენი აქტიურ მომხმარებლები იყვნენ, რომლებსაც აზრის დაფიქსირების საშუალება მივეცით.
დათო პასიკაშვილი: ანტიფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს არაა არგუმენტი ფეხბურთელები არ მყავსო. აშკარად შიშით გამოდის 11 დან 9 კაცი მოედანზე და ასე რა შედეგი უნდა დაიდოს? ეშინოდათ გარისკვის, კაშიას დავესესხები, ირლანდიამ გარისკა და მოიგო! დარწმუნებული ვარ საქართველოში მოიძებნება ისეთი მწვრთნელი ვინც ბევრად გამოასწორებს თამაშის ხარისხსაც და შედეგსაც! ჩვენ ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და მათ მწვრთნელმა არ უნდა დაავალოს ბურთის უკან დაბრუნება და ის,რომ საკუთარ თავზე არ აიღონ თამაში.ასეთ ფეხბურთელებს თავისუფლება უნდა მისცე რასაც ქებაია არ აკეთებს! იმედი მაქვს ოდესმე ნამუსი შეაწუხებს და წავა ნაკრებიდან!
თორნიკე ტარას დვალი: ერთი შეხედვით 5-4-1 პირველი 35 წუთის განმავლობაში 7-2-1 უფრო იყო. დაუშვილი და კანკავა ცენტრს იქით ფაქტობრივად არ გადადიოდნენ. შეცდომა მგონია გელაშვილის დაყენებაც. მართალია ნიკამ იბრძოლა, მაგრამ მჭედლიზე ნამდვილად არ არის ახალ ცუდ ფორმასი. ანანიძემ ძალიან სუსტად ითამაშა. შედარებით უკეთესები იყნენ ოქრიაშვილი და ლობჟანიძე. ჩვენი გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ის პირადად ოქრიაშვილის ინდივიდუალური დამსახურებაა.

ვანო გაბუნია: თემურ ქეცბაია არ არის ყველაფრის მიზეზი. არცერთი ჩვენი ფეხბურთელი ტოპ ლიგაში არ თამაშობს. საქართველოში ფეხბურთი ძირიანადაა შესაცვლელი. რაც შეეხება ქეცბაიას… ის მაშინ უნდა წასულიყო ნაკრებიდან, გოგუაზე, ყენიაზე, კობიაშვილზე და იაშვილაზე რო თქვა უარი. ამ ფეხბურთელებს იმხელა გამოცდილეა ჰქონდათ, რომ ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებზე კარგად იმოქმედებდნენ და ერთიანი, კარგი გუნდი გვეყოლებოდა. საქართველოში ფეხბურთს მეტი ყურადღება და ფინანსები სჭირდება.

ლევან ხიდეშელი: კარგით რა ხალხო ქეცბაია რა შუაშია? პორტუგალიამ წააგო საკუთარ მოედანზე ალბანეთთან. ჩვენ რა ფეხბურტელები გყვავს რო გაგვიკვირდეს წაგება… ჩემი აზრით ეს მაქსიმუმია რასაც ქეცბო აკეთებს ამ იგროკებით. ფეხბურთელებმა თუ არ მოინდომეს და არ იბრძოლეს თითოეულ მომენტში, არაფერი გვეშველება. და კიდევ, ეს მსაჯთან კამათი ხო ვეღარ მოვიშალეთ რა.
კრიტიკული მელექსე: ნაკრები პატივისცემას იმსახურებს იმ მონდომებისთვის, რაც დავინახეთ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა კრიტიკას ვრერ უძლებს პირველი ნახევარი საათი და მატჩის ბოლო 20 წუთი. მაშინ, როცა მასპინძლებს მოეთხოვებოდათ შეტევა და გამარჯვების მოპოვებაზე ფიქრი, ისინი ნაადრევად შეეგუვნენ საყაიმო შედეგს და დაისაჯნენ

თეკლა მჭედლიძე: ყოველ თამაშს იმედით ვხვდებით და დასრულების შემდეგ უდიდესი იმედგაცრუება გვეუფლება. ყველაზე დიდი პრობლემა ქეცბაიას მიერ ამოჩემებული ფეხბურთელებია. რა ლოგიკით თამასობდა გელაშვილი, როდესაც მჭედლიძე ყავდა განაცხადში. რა აზრი ჰქონდა იმ შეკრებას, რომელშიც ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეკრიბა, როცა საბოლოოდ არცერთი არ გამოიყენა. აღსანიშნვაია ჯანო ანანიძის გაყვანის მომენტი. შეიძლება არ ბრწყინავდა, მაგრამ შავ სამუსაოს ასრულებდა მოედანზე. თარგამაძე კი დაიკარგა საერთოდ. მთლიანობაში ქეცბაიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომები გუშინდელი მატჩიდან არ დაწყებულა. ვერ გარისკა ამ კაცმა ერთხელ მაინც.

შაკო მახათაძე: პირველ რიგში ტაქტიკაძე ვთქვათ, რომელსაც დღევანდელ ფეხბურთში ბევრი მწვრთნელი იყენებს და ასე თუ ისე ამართლებს. მაგრამ, შეტევაში ხუთი მცველიდან ორივე განაპირა წინ უნდა მიდიოდე და მთელს ფლანგს აკონტროლებდეს, რაც გუშინდელ შეხვედრაში არ ყოფილა. ოქრიაშვილი და კვერკველია მომეწონა ყველაზე მეტად. გელაშვილმა იბრძოლა, მაგრამ ტყუილად. ჯობდა მჭედლიძე დაეყენებიინა სასტარტოში.
ილია გელაშვილი: აშკარაა, რომ კლასით ირლანდია ჩვენზე მაღალი დონის გუნდია. გვაჯობეს, თუმცა ფრის შენარჩუნება მაინც შეიძლებოდა. რას ვიზამთ, ესაა რეალობა. შიშით თამაშით ვერავინ გასულა ფონს. ცოტა მეტი აგრესია გვინდა. ქეცბაია თუ წავა სხვა ვინ მოვა? გვყავს კი ვინმე უკეთესი? უცხოელები რომ ვერ ამართლებენ ეს უკვე დამტკიცებულია.
Joke Maker: არ ჭირდებათ ამათ არც მწვრთნელის შეცვლა და არც ფინანსური წახალისება. რაც შეიძლება ძვირიანი და ვარსკვლავი აგენტები ჭირდებათ და არა სკა ენერგიის და სიმფეროპოლის ტავრიას პრეზიდენტებთან მოძმაკაცე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რომელიც ამ გუნდებში “გაჩითავს” და ესენიც კმაყოფილები არიან და აღარ იზრდებიან. ევროპის საშუალო დონის ლიგების საშუალო დონის გუნდებში 15 ფეხბურთელი რო გვყავდეს სულ სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. ამას კიდე იზამს ხინეს კარვახალი, ან მინო რაიოლა ან ხორხე მენდეში ან ვინმე სხვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გოგა გახოკიძე ან გიორგი ქინქლაძე რომელთაც “წონა” მხოლოდ რუსეთში და უკრაინაში გააჩნიათ.

ირაკლი ახობაძე: ქეცბაია უნდა წავიდეს. ვერ მიხვდა აქამდე, რომ ქართველი ფეხბურთელები დაცვითი სტილით ვერ თამაშობენ. გაიხსენეთ ჩვენი ნებისმიერი წარმატება. მხოლოდ და მხოლდო შემტევი ფეხბურთით მივაღწიეთ შედეგს. უნდა შეუტიონ ქარტველებმა. აქვთ თუ არა მაღალი კლასი, მაინც შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.  

ერთი ორი სამი: დიდი მადლობა ბიჭებს. ლორიათი დაწყებული მჭედლიძის დამთავრებული. მინდოდა, რომ ებრალიძესაც მისცემოდა თამაშის საშუალება და მჭედლიძეც რომ სასტარტოში ყოფილიყო. უკმაყოფილო ვარ გელშვილის თამაშით, რომელიც ძალიან სუსტი იყო. თარგამაძისგან და კანკავასგააც მეტს ველოდი. მთავარი, რომ ყურები არ ჩამოყარონ. თამაშები კიდევ წინაა.

გიო კაციტაძე:  როდესაც გყავს სერია ა -ს თავდამსხმელი და თამაშობ საშინაო არენაზე და აგებ,გაგაქვს გოლი და ჩნდება ამბიცია და საკმაოდ მყარი შესაძლებლობები და არ ცვლი ზესტაფონის თავდამსხმელს,რომელმაც პირველ ტაიმში თავი გადადო და დაიღალა.ამას რა ქვია?სიჯიუტე,უცოდინრობა თუ რამე სხვა??? 88-ე წუთზე მჭედლიძის შემოყვანა,დროის გაყვანის ტაკტიკა იყო?მოგების თუ რა??? თუ მოგების,მაშინ საათი გაგიჩერდა ქეცბაია?თუ საერთოდ არ გაქვთ ეგ მოწყობილობა??? ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს,საერთო ჯამში ბრძოლა გვანახეს,მაგრამ მოსაგებად მხოლოდ ბრძოლა არ კმარა… ქეცბაია ამბროსევიჩივით ჩაი გინდა მაინცდამინც დაგილიონ??? წადი რა კაცი არ ხარ გაეცალე,არაფერი არ გამოდის ნაკრებში ხომ ხედავ.

ბექა ლაბაური:  ჩემი აზრით ქეცბაიას პირადი პრობლემები აქვს კონკრეტულ ფეხბურთელებთან, უკეთესად შეიძლება გუნდის დაბალანსება და უკეთესი მოთამაშეების დამატება, აქედან გამომდინარე მცირე ეჭვს ტოვებს მისი და მოთამაშეების ერთმანეთისადმი არაკეთილგანწყობის, ამდენი ხნის განმავლობაში ეს შთაბეჭდილება დამრჩა, ბევრჯერ ისეთი ფეხბურთელები არ გამოიძახა რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, და დღესაც ამ პრობლემას მივაწყდით, მაგალითად შეიძლებოდა დაცვის რეხვიაშვილით გაძლიერება რომელმაც მოგეხსენებათ ევროპა ლიგაზე კარგად დაგვამახსოვრა თავი და მშვენიერ ფორმაშიც იყო არამარტო რეხვიაშვილი. ქეცბაიას აქამდე უნდა ეფიქრა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, და რადგან ეს ვერ მოახერხა უნდა დატოვოს ნაკრები! დღეს რამოდენიმე ფეხბურთელმა მონდომებით ითამაშა და მცირე იმედიც ჩაგვისახა მოგიბისა, მაგრამ დაცვის უყურადღებოდ თამაშმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, უნდა მოვრჩეთ 2 ნომრით თამაშს, მითუმეტეს მაშინ როცა დაცვა არ არის მყარი და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ვფიქრობ ირლანდიას არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი რომ შეუძლებელი ყოფილიყო მათი მოგება ,მათ მოგვიგეს საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების ხარჯზე რაც ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს ცოტა არ იყოს აკლია, არ შემიძლია არ ვთქვა ოქრიაშვილზე ორი სიტყვა ძალიან კარგად ითამაშა მთელი თამაშის განმავლობაში და შესანიშნავი გოლიც გაიტანა, საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, და მის კარიერაში პროგრესიც სახეზეა, მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართული ფეხბურთის ქომაგს და წარმატებას ვუსურვებ მას, ასევე ანანიძემაც მშვენივრად ითამაშა მეწყინა რომ ნაადრევად გავიდა მოედნიდან ვფიქრობ მეტიც შეეძლო გაეკეთებინა დარჩენილ დროში, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და იმედი მაქვს ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

მამუკა სუდაძე: ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს ქეცბა.გუნდი მოშალა სულ ისეც არ წყვეტენ ვარსკვლავებს მარა ვინც ყავდა ისიც მოიმდურაა. არაა ჩვენი ნაკრები ქეცბაიას საკუთრება .ამას არ გამოუძახა ის არ დაპატიჟა დაბადების დღე აქვს და თავის ნებაა იმას დაპატიჟებს თუ რა გონია საერთოდ. ან რა სტილს ათამაშებს გუნდს თვითონ არ იციან. არაა საქართველოს ნაკრები ეს ,,ანორთოსისი” არც ჩვენ ვართ კვიპროსიდან რო შევეგუოთ ნაკრები როგორ დაზოზინებს შეიძლება გუნდი საფრანგეთთანაც,ესპანეთთანაც.მალტასთან და ლუქსემბურგთთანაც მეორე ნომრად თამაშობდეს?ეხლა არ თქვათ რო ტოპმიოლერზე ან შუშაკზე მაგარი ტრენერია რაავი შუშაკი მესამე თამაშზე გავუშვით ეს ქეცბა რა გახდა ამისთანა

DO NE: “პრობლემა არც მწვრთნელში და არც ფეხბურთელებშია. პრობლემა არის ფედერაციაში, რომელიც არ ცდილობს, რომ სახელფმწიფოსგან მიღებული მილიონები მიზანმიმარტულად ხარჯოს და ფეხბურტის სწორი სტრატეგიით განვითარებას მოახმაროს”

თრნიკე მაჭარაშვილი: “თავიდან დავიწყოთ. ქეცბაია იდეალური ვარიანტი იყო ნაკრებისთვსი და სწორედ ამიტომ მოიყვანეს და გარკვეულწილად გაამართლა კიდეც. ნაკრების დონე ოდნავ ომატებულია, მაგრამ ქეცბაიას ბრალი არაა ის რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურად არ ვარჯიშობენ. ამის გარეშე კია რაფერი არ გამოვა, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო ადამიანი. გამორჩეული მოთამაშეები არიან, მაგრამ ისინი ფიზიკურად სუსტად გამოიყურებიან, რაც ქეცბაიას ბრალი არ უნდა იყოს. ქართულ ფეხბურთში პრობლემა ყველა საფეხურზე გვხვდება, მაგრამ მგონია, რომ ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების შემთხვევაში ჩვენი თამაშის დონეც აიწევს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “მე და კობის ბევრი რამ გვქონდა საერთო”

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე დიდი ზეგავლენა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბმა, მათ შორის “ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა. “ბაიერნი” ჯგუფებადაა დაყოფილი და ბაზაზე სავარჯი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერის” ექს-პრეზიდენტი: “მესის ტრანსფერი წარმოუდგენელი ოცნება არააR

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელ ლეო მესის უკვე დიდი ხანია, რაც “ინტერში” ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ. ამ ყოველივეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ ბოსკე: “ნეიმარი ახალი თაობისთვის სანიმუშო ვერ იქნება”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, პრესასთან ნეიმარის დადებით და უარყოფით მხარეებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დაიკი: “მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა̶

მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრესასთან საკუთარ სურვილებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიც ადურისი: “კოპა დელ რეის ფინალი საერთოდ არ მადარდებს”

ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიც ადურისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფეხბურთმა მისთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ კუტრონემ კორონავირუსი დაამარცხა

დიდი პაუზის შემდეგ, იტალიიდან პოზიტიური ამბებს გამცნობთ. “ფიორენტინას” სამი ფეხბურთელი, პატრიკ კუტრონე, ჟერმენ პეზელა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონავირუსით დაინფიცირებულმა “რეიმსის” ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულ

ფრანგული “რეიმსის” ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 60 წლის მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის [&hellip...
წაკითხვა