ქართველი გულშემატკივრის ოცნება: შოთა და ხვიჩა ერთ გუნდში!
2020 წელს ყველაზე მეტად ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავი ორმა ადამიანმა დაამახსოვრა – შოთა არველაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ.
კვარაცხელია მთელი წლის განმავლობაში დაფრინავდა და მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს გაუტოლდა. არველაძემ კი ტაშკენტის “ფახთაქორთან” ერთად ყველაფერი მოიგო და წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ხვიჩა “რუბინში” კვლავ განაგრძობს საოცრებების კეთებას და გუნდის უდავო ლიდერია. თავის მხრივ, შოთა “ფახთაქორიდან” წამოვიდა და ახალ გამოწვევებს ეძებს. მათ შორის, მისთვის ყველაზე მიმზიდველი ევროპული შემოთავაზებებია, შესაძლოა, ჰოლანდიიდან ან ესპანეთიდან.
“რუბინი” კვარაცხელიას გაყიდვას რუსეთში არ აპირებს და არც ქართველს სურს რუსეთში დარჩენა. მას გული ევროპისკენ მიუწევს და 2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარათი თურქული ფეხბურთის გრანდი, “გალათასარაი” და შოთასთვის კარგად ნაცნობი, თურქული ფეხბურთის ლეგენდა ფათიჰ თერიმი დაინტერესდა. არველაძე ხშირად აძლევს რჩევებს თურქ მეგობრებს ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი სწორედ კვარაცხელიაა და ყველაზე მეტად ქართველ მწვრთნელებს შორის შოთა არველაძის გვეიმედება. ვისურვოთ, რომ ოდესღაც ისინი ერთად Top 5 ევროპული ჩემპიონატის ძალიან ძლიერ გუნდში მოხვდებიან. მათ ამისთვის ყველა მონაცემი აქვთ.
რომელ ევროპულ კლუბში იხილავდით შოთას და ხვიჩას?