ქართველი ლეგიონერები: გუშინდელი დღის მომოხილვა (24 სექტემბერი)

თარიღი: სექტემბერი 25, 2016

გუშინ რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა თავიანთ გუნდებში იასპარეზა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას 24 სექტემბერს გამორჩეული ქართველი ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებზე.

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მოსკოვში ადგილობრივ “ცეესკას” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია. მან სათადარიგოდან ადევნა შეხვედრას თვალი. რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, კრასნოდარელებს 12 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

საბერძნეთის სუპერ ლიგაში, მესამე ტურში, ორი წაგების შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო გიორგი ნავალოვსკის “ვერიამ”. თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგიმ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა! მე-80 წუთზე ჩვენმა თანამემამულემ ყვითელი ბარათიც მიიღო. ნავალოვსკის გუნდს, სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. მურთაზ დაუშვილის “დიოშდიორი” “დებრესენს” დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე, ორბურთიანი სხვაობით, 1-3 დამარცხდა. ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. დაუშვილის გუნდს ამ წაგების შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და ბოლო – მე-12 ადგილს იკავებს.

უკრაინის პრემერ ლიგის მეცხრე ტურში ქართველი მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიას “ზორია” საკუთარ მოედანზე ალექსანდრე კობახიძის “ვორსკლას” შეერკინა. შეხვედრა ლიპარტიას კლუბის გამარჯვებით – 2-1 დასრულდა. არცერთს გოლი არ გაუტანია. კობახიძემ ძრითადიდან დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ხოლო, ჯაბა მოედანზე ზუსტად 75-ეზე შევიდა და სათამაშოდ 15 წუთი მიეცა. “ზორიას” 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სანდროს კლუბი კი 12 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

24 სექტემბერს ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” ითამაშა სტუმრად და “პოლტენს” დაუზავდა (1-1). ჩვენებური მოედანზე არ გამოსულა. ვენურ კლუბს 9 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ასევე, იხილეთ:  “ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

მსგავსი სიახლეები