ქართველი მარათონელი, დავით ხარაზიშვილი: “მაპატიეთ, თუ თქვენს აგრესიას აგრესიით ვუპასუხე”
რიოს ოლიმპაიდაზე საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენელი მარათონელი, დავით ხარაზიშვილი იყო. მან 21 აგვისტოს ჩატარებულ შეჯიბრში 155 მონაწილეს შორის 72- ადგილი დაიკავა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ადამიანებს ქართველმა სპორტსმენმა უპასუხა. ასეთმა უხეშმა პასუხმა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ დავით ხარაზიშვილის უახელს განცხადებას.
“ჩემი სტატუსები დიდი განხილვის თემაა ეს ბოლო დღეებია საზოგადოებისთვის. მინდა, ყველას ავუხსნა, რომ 2015 წლის 27 სექტემბერს ქალაქ ბერლინში 2:16:17 ვირბინე მარათონი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა შრომაა ამ ყველაფერში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ვიშრომე და გავაუმჯობესე თითქმის ყველა პირადი შედეგი. რიგაში 1:05 ვირბინე ნახევარი მარათონი, როცა მანამდე 1:10 იყო ჩემი შედეგი. ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ უნდა მებრძოლა მედლისთვის. დიახ, უნდა მებრძოლა და ჩემზე მეტად არავის უნდოდა ეს. 2:20 ჩემთვის კატასტროფულად ცუდი შედეგია და ყველაზე იმედგაცრუებული მე ვარ. მაპატიეთ, თუ თქვენს აგრესიას აგრესიით ვუპასუხე. ჩემთვსი ჩემი გულშემატკივარი წმინდათა წმინდაა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”