ქართველი ფეხბურთელების უჩვეულოდ აქტიური სატრანსფერო ფანჯარა

თარიღი: სექტემბერი 2, 2016

სულ ცოტა ხნის წინ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. ახლა გუნდებს მხოლოდ თავისუფალი აგენტების გადაბირება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ზაფხული ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ საინტერესო და უჩვეულოდ აქტიური გამოდგა.

გიორგი აბურჯანია, ”ხიმნასტიკი” – ”სევილია” (1,8 მილიონი ევრო)

გიორგი აბურჯანიას ჩინებული თამაში სეგუნდა დივიზიონში უყურადღებოდ არ დარჩა. ქართველი ნახევარმცველი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ ”სევილიაში” აღმოჩნდა. ჩვენებური ჯერ ანდალუსიელთა ბ გუნდში, ანუ ”სევილია ატლეტიკოში” ითამაშებს, თუმცა ძირითად გუნდში მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.

 

ვაკო ყაზაიშვილი, ”ვიტესი” – ”ლეგია” (იჯარა)

საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი მიმდინარე სეზონს ”ლეგიაში” გაატარებს. ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისას, ჩვენებურის ”აიქსში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი იწერებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, ვაკოს ”ვიტესის” მთავარ მწვრთნელთან შეექმნა პრობლემა და მუდმივად სათადარიგო შემადგენლობაში იყო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ სიტუაციაში 23 წლის ქართველისთვის ”ლეგიაში” გადასვლა ბრწყინვალე ვარიანტია. ორმაგად საყურადღებოა, რომ პოლონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა და ყაზაიშვილიც დიდ გამოცდილებას მიიღებს.

გიორგი ქვილითაია, თბილისის ”დინამო” – ვენის ”რაპიდი” (0,8 მილიონი ევრო)

ქართველმა შემტევი გიორგი ქვილითაია უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რითაც ავსტრიის ერთ-ერთი გრანდის ვენის ”რაპიდის” ყურადღება მიიპყრო. ”რაპიდი” წელს ევროპა ლიგაზე თამაშობს. ცხადია, რომ უეფას რანგით მეორე ტურნირზე და ავსტრიის ჩემპიონატში კარგი თამაშით გიორგი ეროვნულ ნაკრებში საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

ოთარ კაკაბაძე, თბილისის ”დინამო” – ”ხიმნასტიკი” (თავისუფალი აგენტი)

otar kakabadze

როგორც ჩანს, გიორგი აბურჯანიას თამაშით მოხიბლული კატალონიური კლუბი ქართველი ფეხბურთელების გადაბირებით აქტიურად დაინტერესდა. თბილისის ”დინამოში” ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ ოთარ კაკაბაძე ”ხიმნასტიკში” აღმოჩნდა. სასიხარულო იქნება, თუ ოთარიც ”ხიმნასტიკში” აბურჯანიას გზას გაივლის და სეგუნდა დივიზიონის ბინადარიდან უფრო ძლიერ კლუბში მოხვდება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბელგიაში ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულეს

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ბელგიის უმაღლესი დივიზიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

“მილანის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია. ვეტერანმა ბრაზილიელმა საკუთარი თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამხრეთ კორეამ სონი სამხედრო შეკრებაზე გაიწვია

სამხრეთ კორეაში ყურადღება არ ექცევა პირის სტატუსს, როდესაც საქმე სამხედრო ვალდებულებას ეხება. “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მარკას” მკითხველებმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოატენგმა შვილის მოსანახულებლად კარანტინის პირობები დაარღვია

გერმანულმა პრესამ ჟერომ ბოატენგი კარანტინის პირობების დარღვევის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ანალოგიურად მოიქცა მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსმა” რამოსს დასცინა, ესპანელმა მალევე უპასუხა (ფოტო)

“აიაქსმა” სერხიო რამოსს სოციალურ ქსელში ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში განცდილი მარცხი გაახსენა. საუბარი გათამაშების მეოთხედფინალურ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი კანავაროს: “მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შენ და რობერტო კარლოსს დაგირეკეთR

ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა იკერ კასილასმა და ფაბიო კანავარომ სოციალურ ქსელ Instagram-ში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანმა ბენზემას მიერ ჟირუს მისამართით ნათქვამ სიტყვებზე კომენტარი გააკეთა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ Instagram-ში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კარიმ ბენზემამ ოლივიე ჟირუსთან შედარებაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნორვიჩის” ფეხბურთელს კომპიუტერში PornHub-ის ლინკი აღმოუჩინეს

“ნორვიჩ სიტის” მცველმა, ტიმ კლოზემ, გულშემატკივრები კორონავირუსის პანდემიის პარალელურად უნებლიედ გაამხიარულა. საქმე ის გახლავთ, რომ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალა: “რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ჩვენ ის გვეზიზღება”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუ არგენტინაში პოპულარული არ არის და ამის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა რონალდო და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მოედანზე შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს – კრიშტიანო რონალდუსა და ბრაზილიელ რონალდოს ერთმანეთთან მოედანზე შეხვედრა მხოლოდ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურო იკარდი იტალიაში დაბრუნდა

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომელიც განათხოვრების წესით “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობს, ოჯახთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. 27 [&hel...
წაკითხვა