ქართველი ფეხბურთელი საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

თარიღი: იანვარი 9, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ზურაბ ცისკარიძე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

როგორც ცისკარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის “ალ ჰაზმის” წევრი გახდა, რომელიც საუდის არაბეთის 16-გუნდიან პრო ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

“ეს ჩემი მე-6 თავგადასავალი იქნება 6 სხვადასხვა ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ აზიის ტოპ 5 ლიგაში ვითამაშებ. მიღება და დახვედრა, რომელიც მივიღე, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში, ყველა პატივისცემითა და კარგი მანერებით გამოირჩევა. ამ ყველაფერმა მაგრძნობინა, რომ დღეიდან ოჯახის ნაწილი ვარ. დიდი მადლობა და ამ მოქცევას ასმაგად გადავიხდი მოედანზე. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს მუდმივი მხარდაჭერისთვის, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა”, – დაწერა ზურაბმა.

“ალ ჰაზმში” ევროპული ფეხბურთისთვის გამორჩეული არცერთი ფეხბურთელი არ არის, თუმცა საუდის არაბეთში “სუონსისა” და “გალათასარაის” ყოფილი თავდამხსმელი, ბაფეტიმბი გომისი თამაშობს, რომელიც “ალ ჰილალის” ღირსებას იცავს და ბომბარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს.

ცისკარიძე ბოლოს შვედურ “ესკილსტუნაში” იყო, მანამდე “ტეპლიცეში”, “ბანგკოკში”, “ამკარში” და “მაიამიში” ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები