ქართველმა 16-წლამდელებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხეს (ვიდეო)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანთან და 3:2 იმარჯვა.
შეხვედრა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შედგა და ქართველთა უპირატესობით წარიმართა. გურამ ასპინძელაშვილის შეგირდებიდან ორჯერ თავი გიორგი იაკობიძემ გამოიჩინა, ერთხელ კი გიორგი გულიაშვილმა შეაგდო.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველო და აზერბაიჯანი 19 დეკემბერს ჩაატარებენ.
საქართველო 3:2 აზერბაიჯანი
1:0 იაკობიძე (14), 1:1 ორუჯლუ (20), 2:1 იაკობიძე (26), 3:1 გულიაშვილი (35პ), 3:2 ვერდიევი (80+1)
საქართველო: თვალოძე, წაქაძე, კაპანაძე (აბსანძე 64), ჩაკვეტაძე (ბაქრაძე 41), წაქაძე (მაღალდაძე 64), მექვაბიშვილი (აზაროვი 64), ჩარკვიანი (მუკბანიანი 51), აშორდია (კურტანიძე 71), ჯინჭარაძე (კიკნაძე 41), გულიაშვილი (გაგუა 71), იაკობიძე (ქუთათელაძე 41)
სათადარიგონი: ჭიკაშუა, ბახიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი