ქართველმა 16-წლამდელებმა აზერბაიჯანელი თანატოლები გაანადგურეს
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5:2 დაამარცხა აზერბაიჯანის ნაკრები.
ზვიად ჯელაძის შეგირდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, ორი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ჩვენი გუნდიდან გოლებით გიორგი ომარაშვილი, ზურაბ ერაძე, ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე (ორჯერ) გამოირჩნენ.
მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
კაპანაძე, დევდარიანი (კვარაცხელია 50), ერაძე (კონიაშვილი 77), ტეფნაძე (კოკაია 41), მამაცაშვილი, ტალახაძე (ოსიყმაშვილი 77), მორჩილაძე, ოგბაიძე (სანებლიძე 50), თოხაძე (არველაძე 77), აბუაშვილი (ტორონჯაძე 70), ომარაშვილი.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდე ნაკრებები 27 სექტემბერს, 16 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.
სფფ-ის პრესსამსახური