ქართველმა 17-წლამდელებმა სომეხი 18-წლამდელები გაანადგურეს (ვიდეო)

თარიღი: მარტი 1, 2016

1 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ისინი ერიკ პეტროსიანის გოლით დაწინაურდნენ.

მატჩში გარდატეხა ქართველებმა შესვენების შემდეგ შეიტანეს – ვასილ მაისურაძემ შეცვლებს მიმართა და თამაშიც შემოაბრუნა. საქართველოს ნაკრებმა ლევან ხარაბაძის (41-ე და მე-60 წუთები), გიორგი ჩაკვეტაძის (პენ.) (45) და ზურაბ დავითაშვილის (75) გოლებით 4:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 15 წლის დავითაშვილისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ორი წლით უფროს ნაკრებში.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი სომხეთთან 3 მარტს, 14 საათზე „მიხეილ მესხზე“ გამართავს.

საქართველო U17 – სომხეთი U18 4-1
თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (64’ ვირუბოვი), ქაფიანიძე (78’ კასრელიშვილი), ასათიანი (კ) (58’ შიხაშვილი), ხარაბაძე (78 ნიკოლეიშვილი), კუცია, ანდრონიკაშვილი (41’ ოზბეთელაშვილი), ნინუა (41’ შეწირული), სპანდერაშვილი (41’ დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (64’ ქავთარაძე).

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

სომხეთი U18: შაშატუნი, მურადიანი (72’ გევორგიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (56’ სპრეციანი), მანუკიანი (58’ გრიგორიანი), ნადირიანი (კ) (72’ ტერ-პეტროსიანი), ე. მოვსისიანი, ავაგიანი (56’ ხარბუტიანი), ა. მოვსისიანი (41’ მელქოიანი), პეტროსიანი (72’ ნ. არუთინიანი), ჰ. არუთინიანი (66’ პოღოსიანი).

მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი.

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო).

გაფრთხილება: 25’ ნინუა, 29’ კუცია, 32’ ე. მოვსისიანი.

გაძევება: 66’ ჰ. არუთინიანი.

გოლები: 0-1 პეტროსიანი (8), 1-1 ხარაბაძე (41), 2-1 ჩაკვეტაძე (პენ.) (45), 3-1 ხარაბაძე (60), 4-1 დავითაშვილი (75).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მძიმე ეპიზოდი რუმინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

16 თებერვალს, რუმინეთის ჩემპიონატში ბუქარესტის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “სტიაუა” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მატჩის 44-ე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუსა მარეგამ ყოფილ კლუბთან მატჩში მოედანი დატოვა (ვიდეო)

16 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატში “ვიტორია გიმარაეშმა” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მეორე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონი” სასწაულ ავტოგოლს გადაურჩა (ვიდეო)

16 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “სტრასბურგი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტის პასუხი: რატომ გაუშვა “საბურთალომ” ცეცაძე?

თბილისის “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. “მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

თბილისის “საბურთალოს” გია ცეცაძის ასისტენტი, თეიმურაზ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. “პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ისე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალო” 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ დატოვა. დღეს “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფირმინოს პასი “ნორვიჩთან” მატჩში (ვიდეო)

15 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” სტუმრად “ნორვიჩი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ერთ-ერთ ეპიზოდში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ალკმაარს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ტვენტე” საკუთარ მოედანზე “ალკმაარს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში “ტვენტეს” ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძემ “ფენერბაჰჩეს” გაუტანა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუ” საკუთარ მოედანზე “ფენერბაჰჩეს” მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ონლაინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა!

დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “გენტი” სტუმრად “ეიპენს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 გაიმარჯვა. მატჩის 84-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყვარლის “დურუჯის” საოცარი სტადიონი ინგლისურ გვერდზე (ფოტოები)

“ყვარლის “დურუჯს”, რომელიც საქართველოს მე-5 დივიზიონში გამოდის, სტადიონი ანტიკური კოშკის კედლებში აქვს”, – ასე სათაურით ...
წაკითხვა