ქართველმა გოგონებმა ესტონეთს მოუგეს და ლატვიასთან დამარცხდნენ
ესტონეთში მყოფმა საქართველის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა 2 მატჩი გამართა. ტალინის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი ქართველი გოგონები ლატვიისა და ესტონეთის ნაკრებებს შეხვდნენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 34:31 დაამარცხა, რის შემდეგაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში ლატვიასთან შეხვედრა 38:46 დათმო.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში1 მატჩი დარჩა სათამაშო და მას დღეს, რუსეთთან გამართავს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელ ადგილს დაიკავებს და შესაბამისად, ვის რომელი ადგილისთვის შეხვდება. ჩვენს პარალელურად არის მეორე ჯგუფი, სადაც თამაშები ჯერ არ დასრულებულა.
საქართველოს ნაკრების მატჩებს დაესწრნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია. ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ფიბა-სთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მერაბ რატიშვილი, რომელიც ესტონურ ტურნირზე კომისრადაა მიწვეული.
gbf.ge