ქართველმა მსაჯმა ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმსაჯა
შოთა თევზაძე ქართელი არბიტრია, რომელმაც 2015 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, იტალიელ და რუმინელ მსაჯებთან ერთად იმსაჯა. ტურნირში მონაწილეობას ექვსი ქვეყნის გუნდი იღებდა – უკრაინა, ლუქსემბურგი, შვეიცარია, მოლდოვა, ჩეხეთი და ლატვია.
23 აგვისტოს შოთა ტურნირის პირველ მატჩს, უკრაინა – ლუქსემბურგს წარუძღვა. ქართველი რეფერის ანგარიშზე ჩაიწერა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩიც, სადაც შვეიცარია ლატვიას დაუპირისპირდა.
3-წლიანი გამოცდილებისა და რამდენიმე გადამზადების პროგრამის შემდეგ, ქართველმა არბიტრმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავის გამოჩენა შეძლო და ფინალური მატჩის განსჯის უფლებაც მოიპოვა.
შოთამ საქართველოს საზღვრებს პირველად 2014 წელს იმსაჯა, როდესაც კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ირლანდიის შიდა პირველბის ერთ-ერთი დივიზიონის მატჩებს წარუძღვა.
Rugby.GE