ქართველთა შემადგენლობა ნამიბიასთან ცნობილია
2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უკანასკნელ მატჩამდე 2 დღე რჩება და ამ თამაშზე ქართული რაგბის ისტორიის ბედი გადაწყდება. თუ მიმდინარე ტურნირს ნაკრები გამარჯვებით დაასრულებს, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავტომატურ კვალიფიკაციას მოიპოვებენ, რისი შესაძლებლობაც აქამდე ქართულ რაგბს არასდროს მისცემია.
მამუკა გორგოძემ დღევანდელი ვარჯიში მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა, მას ასვენებენ და ნამიბიასთან შემადგენლობაში არის, რომელიც მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა. ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა ხმალაძე, გიორგი ფრუიძე და ლევან ჩილაჩავა – ისინი მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ტრიბუნიდან უყურებენ. კარგი ამბავია ის, რომ მერაბ კვირიკაშვილი,რომელმაც მუხლის მყესის დაჭიმულობის გამო ერთი თამაში გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
ქართული რაზმი ნამიბიის წინააღმდეგ:
მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, მამუკა გორგოძე;
მარქაფა: ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, გიორგი ბეგაძე; შალვა მამუკაშვილი, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, ლაშა ლომიძე