დვალის 90 წუთი არველაძის უკანასკნელ შეხვედრაში
თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში შოთა არველაძის “ქასიმფაშა” “კონიასპორს” ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
“ქასიმფაშას” სასტარტოში იყო მცველიი, ლაშა დვალი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ამრიგად, არველაძის გუნდის აქტივში 24 ტურში მოპოვებული 29 ქულა და მე-9 პოზიციაა. ქართველი მწვრთნელისთვის აღნიშნული მატჩი თურქული კლუბის სათავეში უკანასკნელი აღმოჩნდა.