ქეცბაია: ‘ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი თხოვნა და რჩევა მექნება’

თარიღი: ოქტომბერი 23, 2021

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

53 წლის სპეციალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “საფეხბურთო ტაიმაუტში” ინტერვიუს დროს ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩია, რომ შრომა გააგრძელოს და საკუთარ თავზე იმუშაოს.

“ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უკეთესი დონის ჩემპიონატსა და კლუბში თამაშს იმსახურებს. თუმცა, თუ ვერ წახვედი უკეთეს კლუბში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მათ უნდა გააგრძელონ შრომა, თამაში, ჯერ თავიანთ გუნდებში გამოიჩინონ თავი და შემდეგ საზღვარგარეთ კარი ღია იქნება.

მეც გავიგე, რომ ხვიჩათი ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ის თამაშობს ყაზანის “რუბინში”, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს. ახლა ხვიჩაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ის, რომ წასვლის შანსი ჰქონდა, ვერ წავიდა ან არ გაუშვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეწყვიტოს. უნდა ითამაშოს და წასვლის დროც მოვა. ახალგაზრდა ბიჭია, მთელი კარიერა წინ აქვს.

ძაან მნიშვნელოვანია, იმ ხალხმა, ვინც ხვიჩას გვერდშია, აუხსნან, რომ ის დღეს “რუბინის” ფეხბურთელია და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დარიგებებს მისცემენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. ჩემი დარიგება ერთია – გააგრძელოს მუშაობა, თავის თავზე იმუშაოს, არა მარტო ვარჯიშზე, არამედ – ვარჯიშის შემდეგაც. დიდი პოტენციალი აქვს. გაბრაზება, რომ შანსი ჰქონდა და არ გაუშვეს, არც მას დაეხმარება და არც გუნდს. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. წინ ძალიან ბევრი წელი აქვს. ჩემი თხოვნაა, რომ გააგრძელოს ვარჯიში და ისე თამაში, როგორც შარშან თამაშობდა”, – განაცხადა ქეცბაიამ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩავი “ვილიარეალთან” გამარჯვებაზე: “ჩვენთვის ეს ნაკურთხი წყალივითაა, ოქრო

ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვილიარეალის” დამარცხება შეძლო (1:3). მატჩის შემდეგ ჩავი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სადებიუტო გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში “უესტერნ სიდნეი უონდერერსი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ჯეთსს” უპირისპირდება. სტუმართა სასტარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიულერი: “ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი”

ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზიორის გამოვლენამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, პრესასთან [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბელენენსეში” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოვიდა, მათგან ორი მეკარეა

ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ბენფიკასა” და აუტსაიდერ “ბელენენსეშს” შორის. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ვინისიუსს წელიწადში 17 მილიონს სთავაზობს

მადრიდის “რეალი” უკვე წლებია, რაც კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება. საპასუხოდ “პარი სენ-ჟერემნის” ხელმძღვანელებმა ვინისიუს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ბუნდესლიგაში გოლების რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნმა” საშინაო არენაზე “არმინიასთან” დაძაბულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მატჩში ერთადერთი გოლი ლეროი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრი: “ხალხი ტურნირის ფავორიტად მიგვიჩნევდა, ჩვენ ოთხეულისთვის ვიბრძვით”

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ელიტარული ლიგის მე-14 ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა ბერგამოს “ატალანტასთან”. მასიმილიანო ალეგრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვოლფსბურგის” ფანის პასუხი ერლინგ ჰოლანდს (ვიდეო)

ერლინგ ჰოლანდი მოედანს ჩვეულ სტილში დაუბრუნდა. მართალია, რომ ნორვეგიელ ფეხბურთელს 2022 წლამდე არ ელოდნენ მოედანზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟორჟ მიქაუტაძე Inarrêtable! (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაზე ბელგიის ჩემპიონატში მორიგ გოლს იტანს. ამჯერად, მიქაუტაძემ “სტ.ტრუიდენს” შეუგდო....
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო

მილანის “ინტერისა” და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო. 35 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ეტაპზეა ჯანო ანანიძე?

2021 წლის 14 მაისს ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოს” მაისურით ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი “დინამო ბათუმთან” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “ვილიარეალთან” რთული მატჩი გველის, მათ პატარა მოედანი აქვთ”

27 ნოემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 […]...
წაკითხვა